კონკურსი 2015-2016 აკადემიური წლისათვის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ორჯერ
პირველი კონკურსი: ნოემბერი 3 -დეკემბერი 19, 2014

მეორე კონკურსი: მარტი 1 - აპრილი 20, 2015

 

პროგრამის პირობები: 

2015-2016 წლის (პირველი კონკურსის) საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამის მიზნების შესახებ

(დასაწყისი)

პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფაა. პროგრამა საჯარო მოხელეთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დაგეგმვა-ადმინისტრირებას და მათ პროფესიულ გადამზადებას სხვადასხვა თემატური ტრეინინგებით და მოდულებით  გეგმავს.
2014 წელს, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას, საქართველომ  ევროპული თანამშრომლობის სტრატეგიული გეგმა გაიზიარა. სექტორალური განვითარების ვალდებულებები ვაჭრობის, ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, სამართლის, კულტურის, პოლიტიკის სფეროში პროფესიულ გადამზადებას და  სისტემების თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას საჭიროებს. გარდა ამისა,  ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის სტრუქტურა ასოცორებული ქვეყნების სახელმწიფო და საჯარო სისტემებში საქმეთწარმოების ახალ  სტანდარტებს მოითხოვს.
გამომდინარე ქვეყნის საჯარო და სახელმწიფო უწყებების კადრების კვალიფიკაციის ამაღლების, პროგრამების  და პროექტების მართვის, ადმინისტრირების ახალ სტანდარტებთან სინქრონიზაციის მიზნით საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა განახორციელებს:

 

  • (ჯგუფურ) პროფესიული გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანიც იქნება საშუალო და მაღალი რგოლის მოხელეთა ადმინისტრაციული უნარჩვევების სინქრონიზაცია საქმეთწარმოების ახალ წესებთან. უნარ-ჩვევებში  მოიაზრება პროექტების მართვა და მენეჯმენტი,  კადრების მართვა,  პროგრამების ადმინისტრირება, ფინანსები და ბიუჯეტირება, შეფასება და მონიტორინგი. პროფესიული გადამზადების პროგრამა თემატური მოდულებით ჩატარდება და სხვადასხვა საჯარო და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს მართვისათვის საჭირო ცოდნა და უნარჩვევები შეიძინონ.
  •  (ინდივიდულურ) კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რომლის მიზანიც იქნება სექტორში ( მაგალითად: ჯანდაცვა, განმათლება, სოციალური, პოლიტიკური საკითხები) საშუალო და მაღალი რგოლის მოხელეთა  სემინარებზე, თემატურ შეხვედრებზე, საკვალიფიკაციო პროგრამებსა და კურსებზე მივლინება. ამ პროგრამაში როგორც შესაბამისი თემატური პროგრამისა თუ კურსის მოძიება, ასევე აპლიკაცია ინდივიდუალურია.

პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც პროფესიოული განვითარებასა და თემატურ ტრეინინგში მონაწილეობის სურვილი აქვთ. პირდაპირი ბენეფიციარები შეირჩევა სახელმწიფო სტრუქტურების იმ წარმომადგენლებიდან,  ვინც თემატურად არიან ჩართულნი პროგრამების მართვასა და მენეჯმენტში, ადმინისტრირებასა და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგის პროცესში, ასევე იმ საჯარო სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები რომელთა მონაწილეობა ამ პროგრამაში გამოცდილების გაზიარებასა და განვრცობას მოემსახურება.

პროგრამა მერიტორიალური პრინციპით შეარჩევს საჯარო და სახელმწიფო მოხელეებისაგან შემოსულ აპლიკაციებს. გამომდინარე თემიდან და მოთხოვნიდან შერჩეულ აპლიკანტთა ჯგუფური ოდენობა თითოეულ ტრეინინგზე 10-20 ადამიანამდე იქნება. თემის და კონკურსის გამოცხადების შემდეგ, შერჩეული ინტერსექტორალური ჯგუფი წინასწარ დამტკიცებული პროგრამით იმუშავებს. ჯგუფური კვალიფიკაციის ამაღლების პირველი ტრეინინგი თემით „ პროექტის დაგეგმარება და მართვა“  - ჩატარდება. 
ინდივიდუალურ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში წლიურად 5-7 ადამიანი დაფინანსდება. უპირატესობა შეფასებისას მიენჭებათ იმ აპლიკანტებს ვინც საერთაშორისოდ აღიარებულ ტრეინინგსა თუ პროგრამას მიანიჭებს პროირიტეტს.

 

პროგრამაში მონაწილეობის თანაბარი უფლების შესახებ

 

(დასაწყისი)

 

საქართველოს ყველა მოქალაქეს ვინც საჯარო სამსახურში მსახურობს, აქვს უფლება თანასწორად ისარგებლოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 აპრილის  #303 დადგენილებით დამტკიცებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამით დისკრიმინაციის გარეშე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ აპლიკანტებს ვინც სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების, იძულებით გადაადგილებული პირია. 

 

პროგრამის აპლიკაციისა და ვადების შესახებ

(დასაწყისი)

პროგრამა როგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ პროფესიულ გადამზადების პროექტებს დააფინანსებს. მიუხედავად პროგრამის ტიპისა, საკონკურსო აპლიკაცია ყოველთვის ინდივიდუალურად კეთდება. 
საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამის პირველი კონკურსში დოკუმენტების მიღება ვადებია:
3 ნოემბერი, 2014 – 19 დეკემბერი, 2014 (17:00 საათი) 
დაინტერესებულ აპლიკანტებს განაცხადი (სააპლიკაციო ფორმა და საკონკურსო საბუთები) ელექტრონული ფორმატით შემოაქვთ. (www.iec.gov.ge ). 
ელექტრონული სააპლიკაციო ფორმატი აპლიკანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს 6 კვირის მანძილზე. სააპლიკაციო ფორმა და საბუთები სააპლიკაციო ვადის დასრულებამდე  აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში. აპლიკაციისა და საბუთების საბოოლოო ატვირთვის შემდეგ ელექტრონული სააპლიკაციო სისტემა იხურება და აპლიკანტის მიერ დამატებითი ცვლილების შეტანა არ დაიშვება. სრულყოფილი აპლიკაციისა და შესაბამისი საბუთების  დროულად მიწოდება/ატვირთვა აპლიკანტის ვალდებულებაა. არასრული აპლიკაციის შემთხვევაში აპლიკაცია საკონკურსოდ არ განიხილება. 
აპლიკაციის ატვირთვის შემდგომ, განათლების საერთაშორისო ცენტრი აპლიკანტებთან ელ. ფოსტის მეშვეობით ურთიერთობს. საშუალედო/ეტაპობრივი და საბოლოო შეფასების შედეგები, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა, დამაზუსტებელი შეკითხვები, აპლიკანტებს პროგრამიდან ელ-ფოსტით მოეწოდებათ. 
კონკურსის შედეგები 2015 წლის 13 თებერვალს გასაჯაროვდება.

 

პროგრამის საკონკურსო მოთხოვნების შესახებ

 

(დასაწყისი)

 

აპლიკანტი კონკურსში მონაწილეობისათვის 2014 წლის დეკემბრის 19 რიცხის 17:00 საათამდე  ელექტრონულკად შემოაქვს სააპლიკაციო ფორმა და მოთხოვნილი საბუთების სრული ნუსხა (www.iec.gov.ge).
აპლიკანტმა სრულყოფილად უნდა შეავსოს განაცხადი და უკლებლივ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები. წინააღდმეგ შემთხვევაში აპლიკაცია პროგრამის მეშვეობით ავტომატურად ჩაითვლება არასრულად და არ განიხილება.  ამასთან, აპლიკანტი ვალდებულია თვითონ შეამოწმოს აპლიკაციის სისრულე და საბუთების შესატყვისობა.

წარსადგები დოკუმენტაცია:

  • ელექტრონული აპლიკაცია
  • რეზიუმე/CV
  • მოტივაციის წერილი
  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • თანხმობა სამუშაო ადგილიდან
  • თანხმობა მომწვევი ინსტიტუციიდან ( მხოლოდ ინდივიდუალური კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის მონაწილეთათვის)

 

 

საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის მონაწილეთა შერჩევა  

(დასაწყისი)

პროგრამა შერჩევის სამ-საფეხურიან მერიტორიალური კონკურსის პრონციპებს იყენებს. 
  • პირველი საფეხური შემოტანილი აპლიკაციის და საბუთების  ადმინისტრაციულ შემოწმება მოიცავს. ადმინისტრაციული შემოწმებააპლიკაციისა საბუთების შესაბამისობას ადგენს ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ პროგრამების მოთხოვნებთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის ფორმატი და საბუთების ნუსხა სრულია და აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს, აპლიკაცია შერჩევის მეორე საფეხურზე გადადის. ადმინისტრაციულ შემოწმებას ახორციელებს კონკრეტულ პროგრამაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი/ები, რადგან შერჩევის ეს ეტაპი ითვალისწინებს მხოლოდ საბუთების შეჯერებას უკვე არსებულ, კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან.
  • შერჩევის მეორე საფეხური შემოტანილი დოკუმენტების და აპლიკაციის ხარისხობრივი შეფასებას ითვალისწინებს. აპლიკაციას და თანდართულ საბუთებს საერთაშორისო შემრჩევი კომისია განიხილავს. შეფასება კონკრეტული კონკურსისათვის დადგენილი, გაწერილი მოთხოვნების მიხედვით ხდება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა სამოტივაციო წერილს, სამუშაო გამოცდილებას, შერჩეულ პროგრამას, სემინარს, თემატიკას და შერჩევის შემთხვევაში, ცოდნისა და უნარჩვევების მიზნობრიობას არსებულ საჯარო სამსახურთან მიმართებაში. აპლიკაციის/აპლიკანტის შეფასება ქულობრივი სისტემით ხდება. გამსვლელი ქულების რაოდენობას კომისია კონკურსის სიდიდით განსაზღვრავს თემისა თუ ტრეინინგის პროგრამების მიხედვით.  ქულების შესაბამისი რაოდენობის დაგროვებისას, აპლიკანტი კონკურსის მესამე საფეხურზე გადადის. 
  • შერჩევის მესამე და ბოლო საფეხური პირადი გასაუბრება არის. შემრჩევი კომისიის წევრები აპლიკანტს გასაუბრების შედეგად ინდივიდუალურად ანიჭებენ ქულებს. კონკურსის დასრულებისას ჯამდება ხარისხობრივი და გასაუბრების საშუალო ქულები.


საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის მონაწილეთა მხარეთა ვალდებულებები

(დასაწყისი)

პროგრამაში მონაწილე აპლიკანტი, დამქირაველები მხარე და პროგრამის ადმინისტრაცია  მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას ითვალისწინებენ.
პროგრამა,  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვადებულია:

 

  • გამოაცხადოს ღია კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამებში დადგენილი ვადების ფარგლებში;
  • ჩაატაროს საინფორმაციო შეხვედრები და გაუწიოს კონსულტაცია (ჯგუფური და ინდივიდუალური) დაინტერესებულ აპლიკანტებს.
  • დროულად და შეუფერხებლად ჩაატაროს პროგრამული კონკურსების ყველა ეტაპი, დაიცვას ინფორმაციის საჯაროობა და პროცედურების გამჭვირვალეობა
  • შეასრულოს პროგრამის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა მუხლი/აღებული ვალდებულება
  • პროგრამის დადგენილ ვადებში ჩაატაროს ბენეფიციართა მონიტორინგი და დაეხმაროს კურსდამთავრებულებს ქსელური მუშაობის გამართვაში.

პროგრამაში მონაწილე აპლიკანტი, ვალდებულია:

  • დამოუკიდებლად მოიძიოს საკონკურსო ინფორმაცია და წარმოადგინოს პროგრამით მოთხოვნილი დოკუმენტების სრული და რელევანტური ნუსხა.
  • დაემორჩილოს პროგრამით დადგენილ ვადებს აპლიკაციის შემოტანის, კონკურსის მსვლელობის და შემდგომ პროგრამაში მონაწილეობისას.
  • შეასრულოს პროგრამის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა მუხლი/აღებული ვალდებულება;
  • მოთხოვნისამებრ, მიაწოდოს პროგრამას დამატებითი მასალა ან დოკუმენტი მონიტორინგისათვის პროგრამის მსვლელობისას.

 

პროგრამაში მონაწილე აპლიკანტის დამსაქმებელი მხარე, ვალდებულია:

  • დროულად მიაწოდოს პროგრამას დამსაქმებლის რეკომენდაცია და სხვა მოთხოვნილი საბუთები;
  • შეასრულოს პროგრამაში აღებული ყველა ვალდებულება აპლიკანტის დასაქმებისა და პროგრამაში მონაწილეოbის შედეგად შეძენილი ცოდნის გამოყენების ასპექტით;
  • შეატყობინოს პროგრამას კონკრეტული აპლიკანტის/ების სამსახურეობრივი მოვალეობების შეცვლის თუ საკადრო ცვლილების შესახებ, თუ ზემოთხსენებული აპლიცირების, შერჩევის ან გრანტის გაცემის პერიოდში ხდება.



დაინტერესებულ აპლიკანტებს განაცხადი (სააპლიკაციო ფორმა და საკონკურსო საბუთები) ელექტრონული ფორმატით შემოაქვთ. (
www.iec.gov.ge ).