განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს. ცენტრის მისიაა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით. 

ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ საუკეთესო საერთაშორისო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მოახდინონ მიღებული ცოდნის რეალიზება ქვეყანაში. 


 

ცენტრი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:

 


პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ახალგაზრდობას ჩაერთოს სტუდენტთა აკადემიურ მობილობაში და მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხი/ები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით. კურსდამთავრებულთა ყველაზე წარმატებულ ნაწილს სახელმწიფო შესაბამის სფეროში შესთავაზებს დასაქმებას. გარდა დასაქმებისა, პროგრამა კურსდამათავრებულებს სოციალური, აკადემიური და პროფესიონალური ქსელის შექმნაში დაეხმარება, რაც ერთის მხრივ კურსდამთავრებულებს ინდივიდუალური პროფესიონალური კონტაქტების გაფართოებას მოემსახურება, მეორე მხრივ ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში ამავე კურსდამთავრებულების ინტერსექტორალურ ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივ მუშაობას პროექტებსა თუ კვლევებში.


პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოს დაფინანსებით კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსების დასრულების შემდგომ დაფინანსებული პირმა მინიმუმ 12 თვის განმავლობაში მუშაობა უნდა გააგრძელოს იმ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.



 

აგრეთვე იგეგმება შემდეგი პროგრამების განცხორიელება :

 

  •  პარტნიორი უნივერსიტეტების სასტიპენდიო პროგრამა

2015-2016 აკადემიური წელს განათლების საერთაშორისო ცენტრი გააფორმებს პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებისა და ჩარჩო ხელშეკრულებებს რიგ სასწავლო დაწესებულებებთან ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებში. 
ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სტიპენდია პარტნიორ უნივერსტეტებში სწავლის გასაგრძელებლად, ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. პარტნიორ უნივერსტეტებთან გამოფრმებული შეთანხმებების საფუძველზე, აპლიკანტებს საშუალება ექნებათ გაიარონ მხოლოდ ერთი სააპლიკაციო პროცედურა, რომლის ადმინისტრირება ცენტრში მოხდება. 

 

  • კურსდამთავრებულთა თანამშრომლობის პროგრამა

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015 წლის გაზაფხულზე გეგმავს პროგრამების ბენეფიციარებისა და კურსდამთავრებულთათვის მცირე პროექტების, გრანტების, ტრეინინგებისა და თემატური შეხვედრების ორგანიზებას. ზემოთ ხსენებული ღონისძიებები სხვადასხვა პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს ინტერსექტორალური თანამშრომლობის, და ქსელური მუშაობის საშუალებას მისცემს. განათლების საერთაშორისო ცენტრი პროგრამებში მონაწილე/კურსდამთავრებულ სტუდენტებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს თემატურ კვლევებისათვის, პროგრამების დასახვეწად და ახალი საპროექტო წინადადებებისათვის მიმართავს.

ბენეფიციარებსა და კურსდამთავრებულ სტუდენტებს 2015 წლის გაზაფხულზე ცენტრი შემაჯამებელ კონფერენციაზე, დასაქმებისა და პროსესიული განვითარების ღონისძიებაზე მოიწვევს (Career Forum/Job Fair). 77 ბენეფიციარი აკადემიურ გამოცდილებას, პროგრამის შედეგებს გაუზიარებს როგორც ერთმანეთს ასევე, პოტენციურ დამსაქმებელს.

კვლევითი საქმიანობის მხარდასაჭერად, ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობისათვის, ცენტრი ერთჯერად გრანტზე კონკურსს გამოაცხადებს. გრანტი საშუალებას მისცემს სხვადასხვა სპეციალობის/მიმართულების ბენეფიციარებს/კურსდამთავრებულებს საერთო სოციალური პროექტი განახორციელონ საქართველოში დაბრუნებისას. 2015 წელს ცენტრი 5 გრანტის ტენდერს შესთავაზებს კურსდამთავრებულებს. თითოეული გრანტის ოდენობა 10,000 ლარს შეადგენს.