2015-2016 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის კონკურსს „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის ფარგლებში ორჯერ გამოცხადდება
პირველი კონკურსი: 3 ნოემბერი - 19 დეკემბერი  2014
მეორე კონკურსი:  20 მარტი  - 15 მაისი, 2015

 

პროგრამის პირობები: 

2015-2016 წლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის მიზნების შესახებ

(დასაწყისი)

პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფაა. პროგრამა საჯარო მოხელეთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დაგეგმვა-ადმინისტრირებას და მათ პროფესიულ გადამზადებას სხვადასხვა თემატური ტრეინინგებით და მოდულებით  გეგმავს.
2014 წელს, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას, საქართველომ  ევროპული თანამშრომლობის სტრატეგიული გეგმა გაიზიარა. სექტორალური განვითარების ვალდებულებები ვაჭრობის, ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, სამართლის, კულტურის, პოლიტიკის სფეროში პროფესიულ გადამზადებას და  სისტემების თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას საჭიროებს. გარდა ამისა,  ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის სტრუქტურა ასოცორებული ქვეყნების სახელმწიფო და საჯარო სისტემებში საქმეთწარმოების ახალ  სტანდარტებს მოითხოვს.
გამომდინარე ქვეყნის საჯარო და სახელმწიფო უწყებების კადრების კვალიფიკაციის ამაღლების, პროგრამების  და პროექტების მართვის, ადმინისტრირების ახალ სტანდარტებთან სინქრონიზაციის მიზნით საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა განახორციელებს:

 

  • (ჯგუფურ) პროფესიული გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანიც იქნება საშუალო და მაღალი რგოლის მოხელეთა ადმინისტრაციული უნარჩვევების სინქრონიზაცია საქმეთწარმოების ახალ წესებთან. უნარ-ჩვევებში  მოიაზრება პროექტების მართვა და მენეჯმენტი,  კადრების მართვა,  პროგრამების ადმინისტრირება, ფინანსები და ბიუჯეტირება, შეფასება და მონიტორინგი. პროფესიული გადამზადების პროგრამა თემატური მოდულებით ჩატარდება და სხვადასხვა საჯარო და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს მართვისათვის საჭირო ცოდნა და უნარჩვევები შეიძინონ.
  •  (ინდივიდულურ) კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რომლის მიზანიც იქნება სექტორში ( მაგალითად: ჯანდაცვა, განმათლება, სოციალური, პოლიტიკური საკითხები) საშუალო და მაღალი რგოლის მოხელეთა  სემინარებზე, თემატურ შეხვედრებზე, საკვალიფიკაციო პროგრამებსა და კურსებზე მივლინება. ამ პროგრამაში როგორც შესაბამისი თემატური პროგრამისა თუ კურსის მოძიება, ასევე აპლიკაცია ინდივიდუალურია.

პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც პროფესიოული განვითარებასა და თემატურ ტრეინინგში მონაწილეობის სურვილი აქვთ. პირდაპირი ბენეფიციარები შეირჩევა სახელმწიფო სტრუქტურების იმ წარმომადგენლებიდან,  ვინც თემატურად არიან ჩართულნი პროგრამების მართვასა და მენეჯმენტში, ადმინისტრირებასა და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგის პროცესში, ასევე იმ საჯარო სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები რომელთა მონაწილეობა ამ პროგრამაში გამოცდილების გაზიარებასა და განვრცობას მოემსახურება.

პროგრამა მერიტორიალური პრინციპით შეარჩევს საჯარო და სახელმწიფო მოხელეებისაგან შემოსულ აპლიკაციებს. გამომდინარე თემიდან და მოთხოვნიდან შერჩეულ აპლიკანტთა ჯგუფური ოდენობა თითოეულ ტრეინინგზე 10-20 ადამიანამდე იქნება. თემის და კონკურსის გამოცხადების შემდეგ, შერჩეული ინტერსექტორალური ჯგუფი წინასწარ დამტკიცებული პროგრამით იმუშავებს. ჯგუფური კვალიფიკაციის ამაღლების პირველი ტრეინინგი თემით „ პროექტის დაგეგმარება და მართვა“  - ჩატარდება. 
ინდივიდუალურ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში წლიურად 5-7 ადამიანი დაფინანსდება. უპირატესობა შეფასებისას მიენჭებათ იმ აპლიკანტებს ვინც საერთაშორისოდ აღიარებულ ტრეინინგსა თუ პროგრამას მიანიჭებს პროირიტეტს.

 

პროგრამაში მონაწილეობის თანაბარი უფლების შესახებ

 

(დასაწყისი)

 

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება თანასწორად ისარგებლოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 აპრილის  #303 დადგენილებით დამტკიცებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამით დისკრიმინაციის გარეშე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 
პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ აპლიკანტებს რომლებიც სარგებლობენ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების და  იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით.

 

პროგრამის აპლიკაციისა და ვადების შესახებ

(დასაწყისი)

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის  პირველი კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენის ვადებია:
* 3 ნოემბრიდან - 19დეკემბრის ჩათვლით (19:00 სთ), 2014. 
დაინტერესებულ პირები განაცხადს (სააპლიკაციო ფორმასა და საბუთებს) წარმოადგენენ ელექტრონული ფორმით (www.iec.gov.ge ). 
ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა აპლიკანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს განაცხადების წარმოდგენის  ვადის ამოწურვამდე. სააპლიკაციო ფორმა და საბუთები 19 დეკემბრამდე (19:00 სთ)  უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში. აპლიკაციისა და საბუთების საბოოლოოდ ატვირთვის შემდეგ ელექტრონული სააპლიკაციო სისტემა იხურება და აპლიკანტი ვეღარ შეძლებს რედაქტირებას. სრულყოფილი აპლიკაციისა და შესაბამისი საბუთების  დროულად და სრულყოფილად წარმოდგენა აპლიკანტის ვალდებულებაა. აპლიკაციისა და საბუთების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება. 
აპლიკაციის ატვირთვის შემდგომ, განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია აპლიკანტებთან ოფიციალური ელ. ფოსტის მეშვეობით ურთიერთობს. საშუალედო/ეტაპობრივი და საბოლოო შეფასების შედეგები, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა, დამაზუსტებელი შეკითხვები, აპლიკანტებს პროგრამულად აღნიშნული  ელ-ფოსტით მოეწოდებათ. 
*კონკურსის შედეგები 2015 წლის 13 თებერვალს გასაჯაროვდება.

 

პროგრამის საკონკურსო მოთხოვნების შესახებ

 

(დასაწყისი)

 

აპლიკანტი კონკურსში მონაწილეობისათვის 2014 წლის 19 დეკემბრის  რიცხის 19:00 საათამდე  ელექტრონულად ავსებს სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავს მოთხოვნილ საბუთებს (www.iec.gov.ge). 
აპლიკანტმა სრულყოფილად უნდა შეავსოს განაცხადი და უკლებლივ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები. წინააღდმეგ შემთხვევაში აპლიკაცია პროგრამის მეშვეობით ავტომატურად ჩაითვლება არასრულად და არ განიხილება.  ამასთან, აპლიკანტი ვალდებულია თვითონ შეამოწმოს აპლიკაციის სისრულე და საბუთების შესატყვისობა.

 

 

  • საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
  • ასაკი არ აღემატება 35 წელს;
  • მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი.   (GPA მინიმუმით -  3.0 ან/და შესაბამისი ქულა განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში);
  • ჩაბარებული აქვს აქვს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების და გააჩნია 2უპირობო ჩარიცხვის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი;
  • სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის GPA მინიმუმ -  3.0 ან/და შესაბამისი ქულა განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში);
  • არის მიმდინარე გრანტის მფლობელი და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას. (განვლილი სასწავლო წლის GPA მინიმუმ -  3.0 ან/და შესაბამისი ქულა განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში);
  • აქვს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო ( მათ შორის, სტაჟირების) გამოცდილება საქართველოში.

 

 

  • საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
  • მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი  (GPA მინიმუმით -  3.0 ან/და შესაბამისი ქულა განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში);
  • ჩაბარებული აქვს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების  სადოქტორო პროგრამაზე;
  • სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების  სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის GPA მინიმუმ -  3.0 ან/და  აკადემიური წარმატებულობის შესახებ ანგარიშის/დახასიათების არსებობა);
  • არის მიმდინარე გრანტის მფლობელი და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას. (განვლილი სასწავლო წლის GPA მინიმუმ -  3.0, შესაბამისი ქულა განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში ან/და  აკადემიური წარმატებულობის შესახებ ანგარიშის/დახასიათების არსებობა);
  • აქვს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოში.

 

 

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრა­ლური მოწმო­ბისა და ნეიტრალური სამგ­ზავ­რო დოკუმენტის ასლი;
  • CV;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბაკალავრისა ან/და  შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა  აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი;
  • უცხოეთის უნივერსიტეტის პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების შესაბამის პროგრამაზე  მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში განვლილი სასწვალო წლის შეფასების ფურცელი;
  • ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების GPA-სთან შესაბამისობის დადგენის შესახებ განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;
  • უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების შესაბამის პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური პირობის შემთხვევისა). მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • ოფიციალური დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ, ხარჯთაღრიცხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში;
  • ორი რეკომენდაცია;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/ები;
  • ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
  • სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

 

შერჩევის მექანიზმის და პროცესის შესახებ  

(დასაწყისი)

პროგრამაში კონკურსანტების შერჩევა  სამ საფეხურიანი მერიტორიალური პროცესია, სადაც:

  •  პირველი საფეხური

წარმოდგენილი აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების ადმინისტრაციულ შემოწმებას მოიცავს. ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას ადგენს. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აპლიკაცია და საბუთების ნუსხა სრულყოფილია და აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, აპლიკაცია შერჩევის მეორე საფეხურზე გადადის. ადმინისტრაციულ შემოწმებას ახორციელებს კონკრეტულ პროგრამაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი/ები, რადგან შერჩევის ეს ეტაპი ითვალისწინებს მხოლოდ დოკუმენტების შეჯერებას უკვე არსებულ, კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან.

  • მეორე საფეხური

აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების ხარისხობრივ (შინაარსობრივი) შეფასებას ითვალისწინებს. აპლიკაციას და თანდართულ საბუთებს საერთაშორისო შემრჩევი კომისია განიხილავს. შეფასება კონკრეტული კონკურსისათვის დადგენილი მოთხოვნების მიხედვით ხდება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა სამოტივაციო წერილს, სამუშაო გამოცდილებას, შერჩეულ სკოლას/უნივერსიტეტს და დარგს, აკადემიურ წარმატებულობას ექცევა. აპლიკაციის/აპლიკანტის შეფასება ქულობრივი სისტემით ხდება. კომისია გამსვლელი ქულების რაოდენობას  განსაზღვრავს მიმართულებებისა და სასწავლო პროგრამების მიმართ კონკურსის მასშტაბის გათვალისწინებით. ქულების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში აპლიკანტი კონკურსის მესამე საფეხურზე გადადის.

  • მესამე და ბოლო საფეხური

არის კომისიასთან გასაუბრება. შემრჩევი კომისიის წევრები აპლიკანტს გასაუბრების შედეგად ინდივიდუალურად ანიჭებენ ქულებს. კონკურსის დასრულებისას ჯამდება ხარისხობრივი და გასაუბრების ეტაპების საშუალო ქულები.


შემჩევი კომისიის უფლებამოსილების შესახებ

(დასაწყისი)

პროგრამის შემრჩევი კომისია მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებთ. კომისიის წევრები სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან (იხ.საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის #303 დადგენილება). კომისია იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების შერჩევისა და მათთვის გამოსაყოფი დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ, გამომდინარე წინასწარ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტების საფუძველზე ღია საკონკურსო შერჩევის წესით.

  •  მოითხოვოს აპლიკანტისაგან დამატებითი საბუთი/ები, საჭიროებისამებრ ხელმეორედ მოიწვიოს აპლიკანტი გასაუბრებაზე (პირადად ან /და სკაიპით),  დაუკავშირდეს რეკომენდატორს ან მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია სასწავლო დაწესებულებასა თუ დასაქმების ადგილიდან.
  • უარი განუცხადოს აპლიკანტს პლაგიატის, საბუთების გაყალბებას ან/და სხვა გზით კომისიის შეცდომაში შეყვანის მცდელობასას.

 

  • ამ პროგრამით ერთხელ უკვე დაფინანსდნენ იგივე საფეხურის აკადემიური ხარისხის მისაღებად უცხოეთის უნივერსიტეტში;
  • ამ პროგრამით დაფინანსდნენ წარსულში და შეაჩერეს თავისი აკადემიური სტატუსი სამაგისტრო/სადოქტორო ხარისხის პროგრამაში და დაფინანსებას სხვა აკადემიური ხარისხისათვის ან სპეციალობით ითხოვენ.
  • ამ პროგრამით დაფინანსდნენ წარსულში და ვერ მოახერხეს აკადემიური ხარისხის მიღება/აკადემიური პროგრამის დასრულება;
  • ამ პროგრამით დაფინანსდნენ კონკრეტული აკადემიური ხარისხის მისაღებად და სწავლის პროცესში შეცვალეს სპეციალობა/მიმართულება/ფორმატი.
  • ამ პროგრამით დაფინანსდნენ წარსულში და დაარღვიეს პროგრამის ხელშეკრულების რომელიმე მუხლი.

 

შემოწმებისა და შეფასების პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ:

(დასაწყისი)

აპლიკაციების შემოწმება და შეფასება ელექტრონული ფორმატით ხდება. ქულების მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობა 106.5 ქულაა (100%), სადაც:

  • აპლიკაციის შეფასებისას მაქსიმუმ 60 (%)/ქულაა;
  • გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 40 (%)/ ქულაა;

*ადმინისტრაციული ქულა მაქსიმუმ 6.5 ოდენობით აპლიკანტის სოციალური სტატუსის გათვალისწინებით იწერება.
შემრჩევი კომისიის წევრები თითოეულ აპლიკაციას ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და შეუთანხმებლად აფასებენ ელექტრონულ სისტემის მეშვეობით. აპლიკაციის სხვადასხვა შესაფასებელ  ნაწილს, როგორიცაა სამუშაო გამოცდილება, მიღებული განათლება და შერჩეული მიმართულება,აკადემიური  პროგრამა, რეკომენდაციები, შერჩეული სკოლა/უნივერსიტეტი და სამოტივაციო წერილი, შეფასებისას განსხვავებული  ხვედრითი წილი აქვს საერთო ქულაში. (მაგ: აპლიკაციის ( 60%-ის) შეფასების  დიდ წილს სამოტივაციო წერილში მიღებული ქულა განსაზღვრავს).
აპლიკანტები რომლებიც შერჩევის მეორე (აპლიკაციისა და საბუთების ხარისხობრივი შეფასების) საფეხურზე შესაბამის ქულას მოიპოვებენ გასაუბრებაზე იქნებიან მოწვეული. გასაუბრება თითოეულ აპლიკანტთან განსაზღვრული დროითა და ფორმატით მიმდინარეობს. კომისიის წევრები აპლიკანტს გასაუბრების დასრულების შემდეგ,  ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებენ. გასაუბრება საერთო შეფასების 40%-ს შეადგენს. 
კონკურსის პროცესში მიღებული მონაცემების შესწავლის შედეგად კომისია განსაზღრავს ქულობრივ ზღვარს:

 

 

  1. საგანმანათლებო პროგრამების მიხედვით (სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამა),
  2. მიმართულებების  მიხედვით.

შესაბამისად, აპლიკანტი კონკურსის მეორე/მესამე ეტაპს წარმატებით გაივლის თუ დაგროვილი ქულით გადალახავს დადგენილ ქულობრივ ზღვარს.

 

პროგრამის შერჩევის შედეგები და აპლიკანტების ინფორმირების შესახებ

(დასაწყისი)

ყოველწლიური პრიორიტეტებისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით, შემრჩევი კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს გამარჯვებულთა ქვოტები როგორც სადოქტორო და სამაგისტრო ხარისხზე, ასევე მიმართულებებისა და სპეციალობების მიხედვით.   
დადგენილი ქვოტების საფუძველზე კონკურსის დასრულებისას შეფასების ელექტრონული ქულობრივი სისტემა პროგრამის აპლიკანტებს  (1) გამარჯვებულ, (2) სარეზერვო და (3) დაბალქულიან ჯგუფებად ყოფს მიმართულებების/პროგრამის მიხედვით. 
საბოლოო შედეგის შესახებ ყველა აპლიკანტის (გამარჯვებული, სარეზერვო და დაბალქულიანი) ინფორმირება ერთდროულად ხდება. ელექტრონული სისტემა შესაბამის ინფორმაციას უგზავნის აპლიკანტს. აპლიკანტებს კონკურსის საბოლოო შედეგები გასაუბრების ეტაპის დამთავრებიდან ერთ თვის მაძილზე ეცნობებათ. 

 

კონკურსში შერჩეული სტუდენტების დაფინანსების შეხახებ

(დასაწყისი)

პროგრამა  სტუდენტებს   ერთწლიანი, განახლებადი გრანტით მაქსიმუმ 5 წელი დააფინანსებს. დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია:

  • სამაგისტრო ხარისხისათვის 1 წლის ვადით განათლების ინტეგრირებულ მოდელში და 2 წლის ვადით ბოლონიის სისტემის მოდელში;
  • სადოქტორო ხარისხისათვის მაქსიმუმ 3 წლის ვადით;

სასწავლო გრანტი/სტიპენდია შესაძლოა იყოს სრული ან ნაწილობრივი.  რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა აკადემიური მიმართულების პრიორიტეტულობა, შერჩეული სპეციალობისა და თემის მნიშვენლობა, სკოლის/უნივერსიტეტის რეიტინგი, აპლიკანტის მიერ მოპოვებული სკოლის/უნივერსიტეტის მერიტორიალური სტიპენდია, პროგრამაში არსებული თანხის რაოდენობა და ა.შ. საშუალებას მისცემს შემრჩევ კომისიას ყოველწლიურად განსაზღვროს სრული და ნაწილობრივი სტიპენდიების ხვედრითი წილი პროგრამაში.

  • სრული სტიპენდია დაფარავს სკოლის/უნივერსიტეტის სასწავლო ხარჯის 100%-ს, მიმღები ქვეყნის საცხოვრებლის 3 სტანდარტით განსაზღვრულ მაქსიმუმს, აუცილებელ დაზღვევასა (თუ არ შედის სწავლის გადასახადში) და მგზავრობის მინიმალურ თანხას.
  • ნაწილობრივი სტიპენდია დაფარავს სკოლის/უნივერსიტეტის სასწავლო ხარჯის 10%-დან 90%-მდე ოდენობას და/ან მიმღები ქვეყნის საცხოვრებლის სტანდარტით განსაზღვრული ოდენობის 10%-დან 90%-ს, და/ან აუცილებელი დაზღვევის და მგზავრობის ხარჯის ნაწილს.
  • სტიპენდია ნაწილობრივი იქნება იმ შემთხვევაშიც თუ აპლიკანტს უცხოეთში სწავლასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი შემადგენელი ხარჯის სრულად დაფარვა ჭირდება. (მაგ: სწავლის გადასახადი-0 %, საცხოვრებელი ხარჯი - 100 %).

პროგრამის ფარგლებში დისტანციური სწავლება ან/და დაუსწრებელი სწავლების მოდული არ ფინანსდება.

 

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის და დაფინანსებული სტუდენტის ხელშეკრულების შესახებ

(დასაწყისი)

ხელშეკრულება გრანტის შესახებ შერჩეულ  სტუდენტ(ებ)თან ფორმდება უშუალოდ. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტი საქართველოში არ იმყოფება, ხელშეკრულების ხელმოწერილი ორიგინალი ფოსტით მიეწოდება ადრესატს. 
ხელშეკრულებაში განისაზღვრება გრანტის ოდენობა, გრანტის ანგარიშსწორების და ანგარიშგების წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და ხელშეკრულების მოქმედების ვადა. 
ხელშეკრულებით გაწერილი მოვალეობების შეუსრულებლობის/დაღვევის შემთხვევაში “გრანტის მიმღები” ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა.


 

1იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 აპრილის ბრძანება 50/ნ.

2  უნივერსიტეტში ჩარიცხვის წერილის მიმართ მხოლოდ ერთი გამონაკლისი დაიშვება. შეგიძლიათ ჩარიცხვის წერილი თუ გაცემულია ფინანსური პირობით (მაგ: 5.000 ევროს გადახდის შემხვევაში, აპლიკანტი ჩაირიცხება სასწავლებლად“).

3 საცხოვრებელი ხარჯები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. სტანდარტი  შემუშავებულია Edmund Muskie Scholarship Program და  Chevening Schoalrship Program საფუძველზე.