„სწავლა ავსტრიაში“ - ავსტრიაში მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციამ - „ქართველ სტუდენტთა ორგანიზაციამ ავსტრიაში“ შექმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ავსტრიაში უმაღლესი განათლების მიღებით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებს. პროექტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე

კორეის მთავრობის სასწავლო სტიპენდია - კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის სკოლა.
( დეტალური ინფორმაცია იხილეთ )



„სასწავლო კურსები ინდოეთში“ - ინდოეთის მთავრობამ, 2018-2019 წლებისათვის, ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის (ITEC) ფარგლებში გამოაცხადა მიღება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან სასწავლო პროგრამებზე 25-მდე სფეროს 250 სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოსთვის გამოყოფილია სულ 30 ადგილი. გასათვალისწინებელია, რომ ინდური მხარე განიხილავს მხოლოდ იმ კანდიდატების აპლიკაციებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ შესაბამისი კურსის დაწყებამდე 3 თვით ადრე. ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.



იუნესკოს 2018-2019 წლების “მონაწილეობის პროგრამა” - გაცნობებთ, რომ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2018-2019 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

“მონაწილეობის პროგრამა” არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად (პრიორიტეტები მოცემულია ბმულებზე http://unesdoc.unesco.org/images/0024/002477/247747e.pdf (გვ. 20-დან), და დოკუმენტში (39 C/5 http://unesdoc.unesco.org/images/0026/002616/261648e.pdf

პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2018 წლის 16 ივლისამდე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე unesco@mfa.gov.ge შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
2. შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. სააპლიკაციო ფორმა და ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ (“Benchmarks”);
3. დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.
4. პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.

კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.


 


„MASHAV-ის სტიპენდიები“ - ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (MASHAV) გამოაცხადა მიღება მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილ საგანმანათლებლო კურსებზე სხვადასხვა მიმართულებით. MASHAV-ის სტიპენდიები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით და ფარავს სატრენინგო პროგრამის საფასურს, განთავსებას, სამედიცინო დაზღვევასა და ტრანსფერს. საერთაშორისო ფრენა და სადღეღამისო ხარჯები გათვალისწინებული არ არის. დაწვრილებითი ინფორმაცია კურსებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://mfa.gov.il/MFA/mashav/Courses/Pages/default.aspx.