ნინო ჭელიძე
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

ნინო ფლობს მაგისტრის ხარისხს ლინგვისტიკასა და განათლების ადმინისტრირებაში. ნინოს აქვს 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, აკადემიურ სფეროსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალური განვითარების პროგრამებში.

1990 წლიდან - 1993-მდე იყო მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში, დასავლეთ ევროპის  ფაკულტეტზე. შემდეგ  მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, უმცირესობებისა და დევნილთა განათლების პროგრამაში, სადაც ნინო კოორდინაციას უწევდა საქართველოსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო წარმომადგენლობების ურთიერთობებს. 
ნინოს ასევე აქვს სოლიდური გამოცდილება სასტიპენდიო პროგრამების ადმინისტრირებაში, როგორიც არის ედმუნდ მასკის სასტიპენდიო პროგრამა, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).

2000 წელს ნინო შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსს, როგორც განათლების პროგრამის მენეჯერი და იგი ხელმძღვანელობდა სასკოლო და საუნივერსტეტო სასწავლო პროგრამების განხორციელებას.

2004 წლიდან 2012 წლამდე ნინო მუშაობდა უნგრეთში, ღია საზოაგადოების ფონდებში, სადაც იგი ხელმძღვანელობდა პროგრამას ბოშათა უმცირესობის განათლების და საზოგადო პოლიტიკის შესახებ. პროგრამა ხორციელდებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყანაში.
2012-2014 წლებში ნინო მუშაობდა ცენტრალური ევროპის უნივერსტეტში, უნგრეთში, სადაც უძღვებოდა ახალგაზრდა სპეციალისტების პროგრამას რომელიც მოიცავდა ცენტრალური ევროპის უნივერსტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სხვადასხვა სახის კვლევითი და პრაქტიკული  სქემების შეთავაზებას, პროფესიულ განვითარებას, დონორებთან, ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, სხვადასხვა, საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებისა და სასწავლო მოდულების შეთავაზებას.    

2014 წლიდან განათლების საერთაშორისო ცენტრს ხელმძღვანელობს. ნინოს ხელმძღვანელობით ცენტრში დაინერგა ხუთი პროგრამა, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში აკადემიური სფეროს განვითერბას და საჯარო სამსახურში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას.