შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

13 ივლ 2018
13 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამებში შეფასებისა და შერჩევის მექანიზმების განხილვისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლათფორმის წევრ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანია, ცენტრის საქმიანობის განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, განათლებაში გამჭვირვალობის, სერვისების ხელმისაწვდომობის, მოქალაქეების ჩართულობისა და ღია მმართველობის (Good Governance) უზრუნველყოფა.

შეხვედრას დაესწრნენ უმაღლესი განათლების ექსპერტები, ( Institut Français de Géorgie (FR), Stipendium Hungaricum (HU), Fulbrigdt Scholarship (US), კონკურსანტთა უფლებების დამცველი ტიმოტი ბარეტი, ცენტრის კურსდამთავრებულები და შესარჩევი კომისიის წევრები.

ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭელიძემ, კოლეგებთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ზოგადი ჩარჩო, სასტიპენდიო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. წარმოადგინა 7 სასტიპენდიო სქემა, დაგეგმარებისა და მართვის შეფასებისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემა (Management Information System, MIS) სასტიპენდიო პროგრამების პოლიტიკა, ამოცანები, მიზეზები და მიმდინარე შედეგები.