უნგრული პროგრამით დაინტერესებული კონკურსანტების საყურადღებოდ!

17 დეკ 2018
  • განათლების საერთაშორისო ცენტრში უნგრული პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო.

  • ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე - 2018 წლის 15 დეკემბრიდან - 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

  • საქართველოს 80 მოქალაქე მიიღებს დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად.

  • განათლების საერთაშორისო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.

iec.gov.ge/4338