საინფორმაციო შეხვედრები

11 თებ 2019
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრები ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება.

მისამართი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 7, მეორე სართული ელ.ფოსტა info-iec@iec.gov.ge საინფორმაციო ხაზის ნომერი 0322 97 01 97

ცენტრში მიმდინარეობს განაცხადების მიღება შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020 
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020 
• ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020 
• ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იტალიაში 2019-2020 
• ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან, აშშ-ში.