სასტიპენდიო შესარჩევი კომისიების გასვლითი სამუშაო შეხვედრა

04 მარ 2019
1-3 მარტს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სასტიპენდიო პროგრამების კომისიის წევრების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ცენტრის თანამშრომლების ერთობლივი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მოსამზადებელი შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო: კომისიის სამუშაო პრინციპებზე, ვადებსა და მიზნებზე შეთანხმება კონკრეტული პროგრამის/ების ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრა ითვალისწინებდა ცენტრისა და კომისიების მიერ სასტიპენდიო კონკურსებისთვის პროგრამული ციკლის ცვლილების, შესარჩევი პარამეტრების, კვოტირებისა და დაფინანსების ოდენობის, მიმართულებების/პროგრამების, შერჩევის სამუშაო/გასაუბრების განრიგის ფორმატზე შეთანხმებას. ამავდროულად, მოხდა გასული წლების სამუშაო პროცესის განხილვა/გაცნობა კომისიის ახალი წევრებისთვის და კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატურებზე შეთანხმება.

ორდღიანი სემინარის მსვლელობისას განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ კომისიის წევრებს გააცნო შემდეგი საკითხები: განათლების საერთაშორისო ცენტრის ინტერნაციონალიზაციის მექანიზმები, პროგრამების ახალი ციკლი, შეფასების პროცესი და პროცედურები, კომისიური მუშაობის წესი, შერჩევის კრიტერიუმები და ახალი მიდგომები; ასევე კომისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2019 წლის უკვე დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის კურსდამთავრებულებთა ასოციაციის საქმიანობის, უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებაც.