შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან

26 ივლ 2019
23 ივლისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა, სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ, სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ცენტრის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან. საელჩოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: კულტურის ატაშე იულიუს ცაი, ამერიკელი დიპლომატი კრის დავენპორტი და ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა (Fulbright U.S. Student Program, ETA- English Teaching Assistant Programs), რომელიც საქართველოში ამერიკელი მასწავლებლების ჩართულობით ხორციელდება. 2020 წლიდან აღნიშნული პროგრამა საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობით გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენს. პროგრამის ძირითადი ბენეფიციარები რეგიონული უნივერსიტეტები იქნებიან. 

მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამოქმედო გეგმები დასახეს. სამუშაო პროცესის დასრულების, პროგრამის პირობებისა და ვადების შეთანხმების შემდეგ, უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება ოფიციალურ მემორანდუმს.