შეხვედრა უნგრელ სტუდენტებთან

05 ივლ 2017
5 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში ჩამოსულ 3 უნგრელ სტუდენტთან საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი კახა ხანდოლიშვილი. 

მასპინძლებმა სტუდენტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცეს და თბილისში ვიზიტისა და საზაფხულო სკოლის კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

კრისტიან საბო ( Pazmany Peter Catholic University), დორა მარქსი ( Eotvos Lorand University) და დანიელ გაზდიკი ( Pazmany Péter Catholic University ) ზაფხულის განმავლობაში თსუ-ში შემდეგ კურსებს გაივლიან: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ; საქართველოს მითოლოგია; საქართველოს ეთნოგრაფია.

უნგრელი სტუდენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან: უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სასწავლო სტიპენდიით.