კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველთან

13 ივლ 2017
17 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრში კონკურსანტთა უფლებების დამცველი მარიო შუტცე ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შეხვედრებს გამართავს. კონსულტაციებს ასევე დაესწრებიან სამუშაო ჯგუფის წევრები - ცენტრის კურსდამთავრებული სტიპენდიანტები. 

აღნიშნულ შეხვედრებზე კონკურსანტთა უფლებების დამცველი განიხილავს სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტების შესარჩევ პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებს, განუმარტავს შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებულ საკონკურსო პროცედურებს და საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესს;

კონკურსანტის განცხადების განხილვისას, შერჩევის პროცესში დაშვებული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებების დამცველი უფლებამოსილია მიმართოს საკონკურსო კომისიას რეკომენდაციით კონკურსანტის საკონკურსო განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ.


საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ გამოგვიგზავნოთ სახელი, გვარი და შეხვედრისთვის თქვენთვის ხელსაყრელი თარიღი, შემდეგ ელ - ფოსტაზე: