სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია - საზეიმო მიღება

24 ივლ 2017
21 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ფორუმს ცენტრის კურსდამთავრებული სტუდენტები, მიმდინარე გრანტის მფლობელები და 2017-2018 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტიპენდიანტები დაესწრნენ. დღის ბოლოს გაიმართა საზეიმო მიღება, რომელსაც სხვადსხვა ქვეყნის ელჩები, შესარჩევი კომისიის წევრები, უნივესიტეტების რექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ საქართველოში საფრანგეთის ელჩს - ბატონ პასკალ მენიეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლობისა და ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. საღამო მუსიკალურად თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა და გიგი ვანდერმა გააფორმეს. სტიპენდიანტებმა სახალისო ფოტო სტენდთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მონატრების დაფაზე „მონატრებები“ დატოვეს. წვეულების სპონსორი იყო სადაზღვევო კომპანია -"გლობალ ბენეფიტს ჯორჯია", საღამოს განწყობის შექმნაზე კი „მოზაიკამ ივენთმა“ იზრუნა.