შეხვედრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან

17 ნოემ 2017
15 ნოემბერს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა. ნინო ჭელიძემ ლექციაზე საერთაშორისო განათლებაზე, პრიორიტეტულად განსაზღვრულ მიმართულებებზე, საკონკურსო პირობებზე, საკონკურსო შერჩევის პროცესსა და დაფინანსებაზე ისაუბრა.