კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის აპლიკანტებთან გასაუბრება გაიმართა

29 ნოემ 2017
29 ნოემბერს განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის აპლიკანტებთან გასაუბრება გაიმართა. პროგრამის ფარგლებში სულ 6 პროექტი შემოვიდა. შესაბამისი შესარჩევი კომისიის წევრები კონკურსანტებს გაესაუბრნენ და პროექტების შესახებ კითხვები დაუსვეს. 

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულების ჩაბმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულებისა და ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელების თანამშრომლობას ერთობლივი პროექტებისა და კვლევების განხორციელების მიზნით. 

მცირე საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

• სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარება;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური განვითარება;
• უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი კვლევის წარმართვა.

კონკურსის საბოლოო შედეგები დეკემბრის ბოლომდე გახდება ცნობილი.