სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

23 იან 2018
განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები 2018-19 სასწავლო წლის უკვე გამოცხადებული პროგრამების შესახებ გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს:

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში "Stipendium Hungaricum" 2018-2019 - 16 იანვრიდან 16 თებერვლამდე ყოველ ხუთშაბათს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019 - 22 იანვრიდან 22 თებერვლამდე ყოველ ოთხშაბათს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II 
ტელეფონი: 032 2 97 01 97
ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge 
ვებ-გვერდი: iec.gov.ge

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/.