სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაცია რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან

23 იან 2018
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2018-2019 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი გამოცხადდა შემდეგი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში - სტიპენდიები უნგრეთში "Stipendium Hungaricum" 2018-2019 და სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019. 

აღნიშნული პროგრამების შესახებ დაინტერესებული პირების უკეთ ინფორმირების მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან.

შეხვედრები შედგება - 
2018 წლის 25 იანვარს, 13:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში; 

26 იანვარს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 21-ე აუდიტორიაში; 

31 იანვარს 14:00 საათზე. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში  #212 აუდიტორიაში;

2 თებერვალს, 13:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში.