2021-2022 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს საბუთების მიღებას 2021-2022 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (2021-2022 Fulbright Graduate Student Program). სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა აკადემიური მიმართულებით, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 

ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევა ეფუძნება ღია კონკურსის წესს რომელიც ხორციელდება საქართველოში ა.შ.შ. საელჩოს - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.  

ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს მთავრობა, საქართველოს ბანკი და "ჯორჯიან კაპიტალი". პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს აშშ-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკამედიური პროგრამის მოძებნა.  

განაცხადების მიღება იწყება 2020 წლის 1 მაისს და მთავრდება 2020 წლის 1 აგვისტოს. 

მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ   ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია.  ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ელექტრონული აპლიკაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე - https://apply.iie.org/ffsp2021

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განმცხადებლები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო);

განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული საბაკალავრო სწავლების საფეხური;

განმცხადებლები უნდა ფლობდნენ ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისწავლონ ა.შ.შ-ში სამაგისტრო პროგრამაზე;

განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებნენ J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით სწავლის დასრულების შემდეგ;

აშშ-ში სწავლის დაწყებამდე, განმცხადებელმა დამაკმაყოფილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება;

სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე, არ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი;

მწვანე ბარათის, აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სხვა გზით სურთ აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება, არ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

 

სავალდებულო მოთხოვნები

3 რეკომენდაცია - პედაგოგებისგან, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისგან ან სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელი პირისგან (მონაწილეებმა რეკომენდატორები უნდა დაარეგისტრირონ ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში).

დიპლომის ასლი საშუალო სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და შესაბამისი თარგმანი ინგლისურ ენაზე (შესაძლებელია თარგმანი იყოს არაოფიციალური, შესრულებული განმცხადებლის მიერ);

ნიშნების ფურცლის ასლი საშუალო სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და შესაბამისი თარგმანი ინგლისურ ენაზე (შესაძლებელია თარგმანი იყოს არაოფიციალური, შესრულებული განმცხადებლის მიერ)

CV/რეზიუმე - PDF ფორმატში, არ უნდა აღემატებოდეს 4 გვერდს.

 
დამატებითი მოთხოვნები

განმცხადებლებს სოციალურ მეცნიერებებში, ჟურნალისტიკაში და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შეუძლიათ დამატებით წარმოადგინონ კვლევა, დაბეჭდილი სტატია ან სხვა ნაშრომი, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს გააძლიერებს მათ განაცხადს;

განმცხადებლებმა სახვით და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროებში უნდა წარმოადგინონ სადემონსტრაციო ნაშრომი - მხატვრული ნამუშევრების პორტფოლიო, ვიდეო კლიპი, ფილმი, მუსიკალური ნაწარმოების აუდიო ჩანაწერი და ა.შ.;

განმცხადებლებს, რომლებიც წარადგენენ განაცხადს საშემსრულებლო ხელოვნებაში, შეიძლება ჩაუტარდეთ მოსმენა.

Transcript release form - ეხება ნიშნების ფურცელს რომელიც გაცემულია აშშ - ს უმაღლესი სასწავლებლის  მიერ (თუ კანდიდატი აშშ-ს უნივერსიტეტში სწავლობდა).

 

შერჩევის პროცესი

1 ფაზა - აგვისტოს შუა რიცხვები: საკვალიფიკაციო და ფორმალური მოთხოვნების შემოწმება - მოცემულ ეტაპზე ფასდება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ წარმოდგენილი განაცხადები საკვალიფიკაციო და ფორმალურ მოთხოვნებს. განმცხადებლები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო და/ან ფორმალურ მოთხოვნებს, არ გადადიან შერჩევის მეორე ეტაპზე;

2 ფაზა - აგვისტოს ბოლო: განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება - ამ ეტაპზე ხდება განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება, რომლის შედეგად ხდება გასაუბრების ეტაპზე დასაშვები პირების გამოვლენა;

3 ფაზა - სექტემბრის შუა რიცხვები: გასაუბრება - ამ ეტაპზე ხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ნახევარფინალისტების გამოვლენა. გასაუბრება ჩატარდება აშშ-ის საელჩოში.

 

შერჩევის ყველა ფაზა ჩატარდება ორეროვნული შესარჩევი კომისიის მიერ, რომელსაც აყალიბებს აშშ-ის საელჩო საქართველოში და რომელიც შედგება საელჩოს და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და  ფულბრაიტის ყოფილი სტიპენდიანტებისგან.

 

2020 წლის ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ ჩააბარონ შემდეგი სტანდარტული ტესტები:

TOEFL – IBT მინიმუმ 80 ქულა; PBT მინიმუმ 550 ქულა. რეკომენდირებულია IBT 100 ქულა (PBT 600 ქულა) ყველა აკადემიურ მიმართულებაში. . სამართალში მინიმალური მოთხოვნაა IBT 100 ქულა.

 

GRE - სავალდებულოა ყველა სფეროში, გარდა სამართლისა;

 

GMAT - სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირებისთვის სფეროსთვის.

 

განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი გადასცემს კანდიდატების განცხადებებს აშშ- ის უნივერსიტეტებს, რათა მათ განიხილონ მათი შესაბამის უნივერსიტეტებში მიღების საკითხი. კანდიდატებმა თვითონ არ უნდა მიმართონ უნივერსიტეტებს. კანდიდატების უნივერსიტეტებში განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის რეკომენდაციის საფუძველზე. საბოლოო შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ 2021 წლის გაზაფხულზე.

 

გაითვალისწინეთ, რომ წარმატებულ განმცხადებლებს, როგორც წესი, არა აქვთ სამაგისტრო საფეხურის განათლება მიღებული ა.შ.შ.-სა ან ევროპაში, აქვთ გარკვეული სამუშაო გამოცდილება და აქვთ აშკარად გამოკვეთილი ლიდერობის პოტენციალი.

დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია იხილეთ ბმულებზე: https://go.usa.gov/xm545

 

 

 

«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678