ცენტრის მისია და საქმიანობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი,
მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს!
 
 
 
 


განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-2022 წლებში 1250-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს. 

 

ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ შესაბამისი პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და მუშაობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით. 

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით.  

 
კონკურსში მონაწილეობის პროცედურა - ცენტრის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტები ავსებენ ელექტრონულ აპლიკაციას. კონკურსანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრის პროგრამული კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ. კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონული სისტემის მეშვეობით.  
 
განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: 
 
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.    
 
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის ამოცანებია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისთვის კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.  
 
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა - სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება კონკურსის წესით და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.  
 
საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები - გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით. 
 
სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - გულისხმობს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში ცენტრის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით. „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას.  
 
სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) - პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. პროგრამა მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად.
 
სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის - აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უნგრეთის მოქალაქეების დაფინანსებას საქართველოში, სწავლება-სწავლის სრული ან არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო ან სადოქტორო, მათ შორის ინგლისურენოვან პროგრამებზე/კურსებზე სწავლის, ასევე საზაფხულო სკოლებსა და კვლევებში მონაწილეობის მიღების მიზნით. 
 
Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა - ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ბანკი. 
 
აკადემიური პროგრამები სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში – სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს აშშ-ში, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტის ქიმიის/ბიოქიმიის ბაკალავრის შემდგომ საფეხურზე სწავლის შედეგად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხი.
 
აკადემიური პროგრამები იტალიაში – სასტიპენდიო პროგრამის საფუძველია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების სტიპენდიებით უზრუნველყოფას იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. თითოეული სტუდენტის სტიპენდია ერთობლივად დაფინანსდება საქართველოს მხრიდან სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ და იტალიის მხრიდან თითოეული მონაწილე იტალიური უნივერსიტეტის მიერ.
 
მცირე საგრანტო პროგრამა ცენტრის სტიპენდიანტებისთვის, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულთა ინტელექტუალური რესურსის გამოყენებას ქვეყნის სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საქმეში.  
განათლების საერთაშორისო ცენტრი საერთაშორისო სასტიპენდიო და კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამებს „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამულ მიმართულებაში“ აერთიანებს .

 

 

 

 

ი. ჭავჭავაძის გამზირი 7, მეორე სართული;
0174 თბილისი

0322 97 01 97

info-iec@iec.gov.ge

http://iec.gov.ge/

 

«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის - „პირუტყვის სეზონური გადაადგილების სივრცითი კონფლიქტები და პოტენციალი“ ავტორებმა დიზაინ ინსტიტუტში შემაჯამებელი გამოფენა გამართეს.

Read more
222324
2526272829301
2345678