2019-2020 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა

02 მაის 2018
2019-2020 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა
ა.შ.შ.-ის საელჩო საქართველოში აცხადებს საბუთების მიღებას 2019-2020 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (2019-20 Fulbright Graduate Student Program). სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.
ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენრი და საქართველოს ბანკი.
ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებლები არიან საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი. პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკამედიური პროგრამის მოძებნა.
განაცხადების მიღება იწყება 2018 წლის 1 მაისს და მთავრდება 2018 წლის 31 ივლისს 18:00 საათზე.
განმცხადებლებმა უნდა:
• ელექტრონულად შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://apply.embark.com/student/fulbright/international
• წარადგინონ 3 რეკომენდაცია - მასწავლებლებისგან, პროფესორებისგან ან სამსახურში უფროსებისგან (რეკომენდაცია წარდგენილ უნდა იქნეს ემბარკის (embark) სისტემის მეშვეობით);
• წარადგინონ ოფიციალური, დამოწმებული ნიშნების ფურცელი სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნდა ატვირთულ იქნეს ემბარკის (embark) სისტემაში);
• ნიშნების ფურცლების თარგმანი ინგისურ ენაზე (უნდა ატვირთულ იქნეს ემბარკის (embark) სისტემაში);

პროგრამის შესახებ დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
http://iec.gov.ge/4324