საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა გამოცხადდა

28 აპრ 2017

სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2017-2018“ მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. 

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.   

განაცხადების წარმოდგენის ვადაა 28 აპრილიდან - 31 მაისის  ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე), 2017. 

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/

განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია 31 მაისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე)  უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ( მის.ი.ჭავჭავაძის გამზირი, 7).

საკონკურსო პირობების, წარმოსადგენი დოკუმენტაციის, საკონკურსო შერჩევის პროცესისა და დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - http://iec.gov.ge/4302