სიახლეები

 

Facebook-Live სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთათვის

15710
  • 11 მარტი 2020
Facebook-Live სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთათვის

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, განათლების საერთაშორისო ცენტრში, მარტის თვეში, სასტიპენდიო კონკურსების შესახებ დაგეგმილი საჯარო/საინფორმაციო შეხვედრები აღარ გაიმართება. შეხვედრების ნაცვლად, ცენტრის ადმინისტრაცია პროგრამებით დაინტერესებული აპლიკანტებისთვის უზრუნველყოფს ონლაინ-კონსულტაციას ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით.

ფეისბუქ-ლაივი დაიწყება ხუთშაბათს, 12 მარტს, 13:00 საათზე. თუ გაქვთ შეკითხვები მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით, LIVE-ჩართვის მეშვეობით შეგიძლიათ დააზუსტოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. ცენტრის წარმომადგენლები პირდაპირი ეთერის ფორმატში უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს.

ინფორმაციის შეუფერხებლად მიღების მიზნით, მოქმედებს სატელეფონო და ონლაინ საკონსულტაციო რეჟიმიც ნომერზე: 2 97 01 97, ფეისბუქ-გვერდსა და ელექტრონულ ფოსტაზე: info-iec@iec.gov.ge;

პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება ცენტრის ვებგვერდზე.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910