სიახლეები

 

საერთაშორისო ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამების გამოცხადება

1448
  • 28 იანვარი 2019
საერთაშორისო ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამების გამოცხადება

25 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2019-2020 სასწავლო წლისათვის სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ღონისძიებას დაესწრნენ: ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ჭელიძე, იტალიის საელჩოს ატაშე განათლების საკითხებში - ფედერიკა ბოსი, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი - პიერ კლუე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს დირექტორი - მაგდა მაღრაძე, სან-დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი - ჰალილ გუვენი, ასევე იტალიის, საფრანგეთის, აშშ-სა და უნგრეთისა საელჩოს წარმომადგენლები, ცენტრის სტიპენდიატები, პროგრამებით დაინტერესებული საზოგადოება და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსი გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:

• ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020
• ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იტალიაში 2019-2020
• ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან, აშშ-ში

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020 - პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე.

სასტიპენდიო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წელს გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იტალიაში 2019-2020 - ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. თითოეული სტუდენტის სტიპენდია ერთობლივად დაფინანსდება, საქართველოს მხრიდან სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და იტალიის მხრიდან - თითოეული მონაწილე იტალიური უნივერსიტეტის მიერ. სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის საფასურის და იტალიაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ. ქართულ-იტალიური სასტიპენდიო პროგრამა - იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოსა და ცენტრს შორის 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წელს პირველად განხორციელდება.

ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან, აშშ-ში - კიდევ ერთი ახალი სასტიპენდიო სქემაა, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს, პროგრამა ცენტრს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2018 წელს გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება და 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში ცენტრი უზრუნველყოფს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეების სწავლის დაფინანსებას, ერთი წლის მანძილზე 10 000 აშშ დოლარით. თავის მხრივ, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის და ბიოქიმიის ფაკულტეტი უზრუნველყოფს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს სწავლებასთან დაკავშირებული დასაქმებით, სამაგისტრო პროგრამებზე ნახევარ განაკვეთზე 16 050 აშშ დოლარის ანაზღაურებით და 20 004 აშშ დოლარის ანაზღაურებით სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ერთი აკადემიური წლის მანძილზე.

სამივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება 28 იანვარს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«მარტი 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2425262728291
2
საფრანგეთსა და იტალიაში სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთა  საყურადღებოდ!

საფრანგეთსა და იტალიაში სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, 18:00 საათზე, სრულდება საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება შემდეგი პროგრამების ფარგლებში:

სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2020-2021
აკადემიური პროგრამები იტალიაში 2020-2021

Read more
345678
9
სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთა საყურადღებოდ

სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთა საყურადღებოდ

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, განათლების საერთაშორისო ცენტრში, მარტის თვეში, სასტიპენდიო კონკურსების შესახებ დაგეგმილი საჯარო/საინფორმაციო შეხვედრები აღარ ჩატარდება.

Read more
1011
Facebook-Live სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთათვის

Facebook-Live სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთათვის

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, განათლების საერთაშორისო ცენტრში, მარტის თვეში, სასტიპენდიო კონკურსების შესახებ დაგეგმილი საჯარო/საინფორმაციო შეხვედრები აღარ გაიმართება. 

Read more
1213
განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება

განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე.

Read more
1415
16171819202122
23242526272829
303112345