სიახლეები

 

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

657
  • 17 იანვარი 2020
შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-23 იანვარს, 10:00 საათიდან - 15:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის“- საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.

შეხვედრას იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებულ  საქართველოს მოქალაქეებთან -  მოდენას, აქვილას, ბოლონიის, პიემონტეს უნივერსიტეტების, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, მილანის ბიკოჩას უნივერსიტეტის, ასევე, სიენასა და სასარის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩაატარებენ, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოს მოწვევით ჩამოვლენ.

22 იანვარს, 10 საათზე, პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე და იტალიის ელჩი საქართველოში  ენრიკო ვალვო შეხვდებიან და პროგრამის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრებენ.

ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის  კურსდამთავრებულები დაესწრებიან, ისინი დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე არსებული შესაძლებლობების, გამოწვევებისა და ინოვაციების შესახებ. 

პროგრამა - „Doctorate Lab - მომავალი დოქტორანტებისათვის’’ ხორციელდება ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების - საქართველოში იტალიის, უნგრეთისა და საფრანგეთის საელჩოების მხარდაჭერით, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი ქვეყნებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელების საქართველოში მოწვევას და ვიზიტის ორგანიზებას.

აღნიშნული პროგრამის მიზანია, საქართველოში უმაღლესი განათლების (დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის) წახალისება/მხარდაჭერა, ხელმისაწვდომობის გაზრდა საერთაშორისო დონეზე. ასევე, ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო დონეზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე.

 

შეხვედრების განრიგი:

20 იანვარი, 2020

10:00-12:00   Università degli Studi di Modena e Reggio Emilia

12:00-13:00   შესვენება

13:00-15:00   Università degli Studi dell’Aquila

 

21 იანვარი, 2020

10:00-12:00   Alma Mater Studiorum Univeristà di Bologna

12:00-13:00   შესვენება

13:00-15:00   Università degli Studi del Piemonte Orientale Amedeo Avogadro

 

22 იანვარი, 2020

10:00-12:00   Politecnico di Milano

12:00-13:00   შესვენება

13:00-15:00   Università degli Studi di Milano-Bicocca

 

23 იანვარი, 2020

09:30-11:30   Università degli Studi di Siena

11:30-12:30   შესვენება

12:30-14:30   Università degli Studi di Sassari

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«თებერვალი 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3
ექვსი სასტიპენდიო პროგრამა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

ექვსი სასტიპენდიო პროგრამა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

დღეს, 3 თებერვალს,  განათლების საერთაშორისო ცენტრში, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადდა.

  •  
Read more
456789
10111213
საინფორმაციო შეხვედრები

საინფორმაციო შეხვედრები

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრები ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება.

Read more
141516
17181920212223
2425262728291
2345678