სიახლე

2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

19 დეკემბერს, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

შეხვედრას ცენტრის დირექტორი - ნინო ჭელიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი- მიხეილ გიორგაძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი - ჟან-ივ ლავუა, აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსი - ჯეფ რენო, უნგრეთის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე - ანიკო ფარკაში, შესარჩევი კომისიის წევრები და ცენტრის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ. 

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კურსდამთავრებულებმა და თანამშრომლებმა წლის შედეგები ერთად გააცნეს ფართო საზოგადოებას და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

2017 წელი ცენტრისთვის 500-ზე მეტი სტიპენდიით, სამი ახალი სასტიპენდიო სქემით, საპარტნიორო პროგრამებითა და საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამებით იყო გამორჩეული. განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ წლების მიხედვით გაცემული სტიპენდიების რაოდენობა ასე გამოიყურება: 2014 წელი - 77 სტიპენდია, 2015 წელი – 115 სტიპენდია, 2016 წელი – 122 სტიპენდია, 2017 წელი– 212 სტიპენდია.

2017 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი ახალი სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო აშშ-სა ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა) და უნგრეთის (სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში) მთავრობებთან თანამშრომლობით. სამაგისტრო პროგრამები შეერთებულ შტატებში და უმაღლესის სამივე საფეხურზე სწავლა უნგრეთში შესაძლებელი გახდა თანამშრომლობითი პროგრამების დახმარებით.

2017 წელს ცენტრმა პირველად „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო“ კონკურსი გამოაცხადა და ოთხი გამარჯვებული გამოავლინა. გაცემული გრანტები ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობასა და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას. 


წინა სიახლე სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2018-2019 - აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო
Next Article სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში "Stipendium Hungaricum” 2018-2019
Print
3243 Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910