სიახლე

ბერლინის ადმინისტრირების აკადემიის დირექტორის ვიზიტი
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

ბერლინის ადმინისტრირების აკადემიის დირექტორის ვიზიტი

13 ივნისს  ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრს ბერლინის ადმინისტრირების აკადემიის დირექტორი, ექსპერტი ვოლფგანგ შიროკი ეწვია. აღნიშნული ვიზიტი რამდენიმე დღე გასტანს და მიზნად ისახავს საქართველოში საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების სისტემის შექმნას. განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი  გერმანელ ექსპერტთან ერთად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების ორგანიზებული სისტემის ჩამოყალიბებასა და სწავლების სისტემის შეფასებისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავებაზე იმსჯელებენ და დასავლურ გამოცდილებას გაიზიარებენ.
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციის, საჯარო სამსახურის ბიუროს, საფინანსო ანალიტიკური სამსახურისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის  წარმომადგენლებთან.

ევროკავშირის პროექტიკერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა საქართველოშიხორციელდება GIZ-ისევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოებისპროგრამის მიერ.


წინა სიახლე შეხვედრა სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებთან
Next Article საინფორმაციო შეხვედრა გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან
Print
2055 Rate this article:
No rating

x