სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018-2019 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018-2019 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს

24 აპრილს განათლების საერთაშორისო ცენტრში ( ი.ჭავჭავაძის გამზირი 7) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა. ღონისძიებას დაესწრნენ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საფრანგეთის, აშშ-ს და უნგრეთის საელჩოების წარმომადგენლები, შესარჩევი კომისიის წევრები, ცენტრის სტიპენდიატები.
 
კონკურსი გამოცხადა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
 
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.
 
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისთვის კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.
 
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა - სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება კონკურსის წესით და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.
 
საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები - გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით.
 
სახელოვნებო პროგრამას განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
 
ოთხივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
 
ელ. განაცხადების მიღება 25 აპრილს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.


 
წინა სიახლე ტრენინგები განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე
Next Article საინფორმაციო შეხვედრები
Print
20028 Rate this article:
5.0

x
«დეკემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
«დეკემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234