SuperUser Account / ხუთშაბათი, 01 დეკემბერი, 2016 / Categories: yvela siaxle განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის პრეზიდენტმა ენდრიუ დიკსმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში მემორანდუმის ხელმოწერამდე გაიმართა გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა ენდრიუ დიკსთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა ინჟინერიისა და არქიტექტურის სკოლის დირექტორი დევიდ ფიცპატრიკი. საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მემორანდუმს განათლების მიმართულებით საქართველო-ირლანდიის თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში, რომელიც ირლანდიასა და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ბევრი ნიჭიერი ქართველი სტუდენტი დაეუფლება სასურველ სპეციალობას, გაიღრმავებს ცოდნას და მიიღებს ღირებულ პროფესიულ გამოცდილებას. ”აღსანიშნავია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაირიცხებიან. წინა სიახლე შეხვედრა ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან Next Article ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი Print 2231 Rate this article: No rating