სიახლე

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის აპლიკანტებთან გასაუბრება გაიმართა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის აპლიკანტებთან გასაუბრება გაიმართა

29 ნოემბერს განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის აპლიკანტებთან გასაუბრება გაიმართა. პროგრამის ფარგლებში სულ 6 პროექტი შემოვიდა. შესაბამისი შესარჩევი კომისიის წევრები კონკურსანტებს გაესაუბრნენ და პროექტების შესახებ კითხვები დაუსვეს. 
 
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულების ჩაბმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულებისა და ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელების თანამშრომლობას ერთობლივი პროექტებისა და კვლევების განხორციელების მიზნით. 
 
მცირე საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:
 
• სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარება;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური განვითარება;
• უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი კვლევის წარმართვა.

კონკურსის საბოლოო შედეგები დეკემბრის ბოლომდე გახდება ცნობილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წინა სიახლე შეხვედრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან
Next Article სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2018-2019 - აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო
Print
5274 Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
«დეკემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234