სიახლე

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრის მიზნით უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრის მიზნით უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთან ნინო ჭელიძესთან ერთად, ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის 2022-2025 წლების პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრის მიზნით უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკა ქარდავა,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე  კახა ლაბუჩიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია ალიბეგაშვილი და სხვა პარტნიორი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროს მხრიდან უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უკვე ჩატარებული სამუშაოსა და ახალი პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის საჭიროების შესახებ ისაუბრა, რისთვისაც აუცილებელია ეროვნული საჭიროებებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება.

თავის მხრივ, ნინო ჭელიძემ კი დამსწრე საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა და 2022-2025 წლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სამუშაო სტრატეგია წარუდგინა.

შეხვედრის შედეგად შეთანხმდა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამისთვის პრიორიტეტული მიმართულებების პროექტის ჩარჩო. შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ის მიმართულებები/დარგები, სადაც არსებობს კვალიფიციური კადრების საჭიროება, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების მიზნებთან.

წინა სიახლე მნიშვნელოვანი ინფორმაცია საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის
Next Article კონკურსი ვაკანტურ პოზიციებზე
Print
7642 Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567