სიახლე

სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამებით საზღვარგარეთ წასული სტუდენტების ნაწილს საქართველოში დაბრუნების პერიოდი გაუხანგრძლივდა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამებით საზღვარგარეთ წასული სტუდენტების ნაწილს საქართველოში დაბრუნების პერიოდი გაუხანგრძლივდა

„სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 დეკემბრის №611 დადგენილებით მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამაში.

ცვლილების შესაბამისად, გრანტის მიმღებს, რომელსაც დარღვეული აქვს ზემოაღნიშნული პროგრამით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადა, მიეცემა გაფრთხილება და განესაზღვრება ვადა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, რათა დაბრუნდეს საქართველოში და შეასრულოს სასტიპენდიო პროგრამით და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში, ცენტრი განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს.

წინამდებარე ცვლილების განხორციელებით, ცენტრის ბენეფიციარებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში დაბრუნების ერთთვიანი ვალდებულება, განესაზღვრებათ დამატებითი ვადა და მიეცემათ შესაძლებლობა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის მიუხედავად, შეასრულონ სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებები, მათ შორის, საქართველოში 3 წლის განმავლობაში დასაქმების ვალდებულება, რაც სახელმწიფოს მიერ, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, გრანტის გაცემის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს.

ამასთანავე, დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, გრანტის მიმღების მიერ პროგრამით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადის არაუმეტეს 20 სამუშაო დღით გადაცილების დროს, შესაბამისი პროგრამის საკონკურსო კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება განიხილოს გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი განცხადება ვადაგადაცილების საპატიოდ ჩათვლის შესახებ და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მიიჩნიოს ვადაგადაცილება სახელშეკრულებო ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევად. ამ ნორმის გრანტის გაცემის წესში გათვალისწინებით, გრანტის მიმღებებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში დაბრუნების ერთთვიანი ვალდებულება, თუმცა აქვთ შესაბამისი მიზეზი, რომელიც შეიძლება საპატიოდ ჩაითვალოს, მიეცემათ შესაძლებლობა მიმართონ განცხადებით საკონკურსო კომისიას, რომელიც იმსჯელებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა. ცენტრი ყოველწლიურად 10 სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და აფინანსებს საქართველოს მოქალაქეების სწავლას საზღვარგარეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე იღებს ვალდებულებას, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდება და დასაქმდება. შესაბამისად, უცხოურ უნივერსიტეტებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს მოახმარს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პანდემიამ გაართულა სასწავლო პროცესი და შექმნა არაერთი ბარიერი. არსებული ვითარების პირობებში, შექმნილი სირთულეების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება მნიშვნელოვანი ცვლილება და შესაძლებლობაა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტებისთვის, რომლებსაც დარღვეული აქვთ ვალდებულება ქვეყანაში შესაბამის ვადაში დაბრუნების ნაწილში. დადგენილებით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა და დაბრუნების ვადაგადაცილების უმნიშვნელო დარღვევად ჩათვლის მექანიზმის დადგენილებაში გათვალისწინება, ხელს შეუწყობს სტუდენტების მხრიდან აღებული ვალდებულების ეფექტურად შესრულებას და ემსახურება, როგორც სტუდენტების, ასევე, ქვეყნის ინტერესებს.

წინა სიახლე კონკურსი ვაკანტურ პოზიციებზე
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში
Print
2824 Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
151617
საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებით დაინტერესებულ მოქალაქეებთან. პარასკევს, 12 სექტემებერს, შეხვდრა გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) სტუდენტებთან. შეხვედრას ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო.

Read more
18192021
22232425262728
293012345