სიახლე

სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამის კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამის კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017-2018 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან გასაუბრებები დაიწყო. პროგრამებით დაინტერესებულ პირებს ელექტრონული აპლიკაციის შემოტანა ცენტრის ვებგვერდზე ერთი თვის მანძილზე, 28 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით შეეძლოთ. 

2017-2018 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:

ხელოვნება;

რესტავრაცია/კონსერვაცია;

ხელოვნების მენეჯმენტი და ადმინისტრირება.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. კერძოდ, პირი, რომელიც:

ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს;

სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;

სწავლობს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის 20 ივლისამდე.








წინა სიახლე შეხვედრა უნგრელ სტუდენტებთან
Next Article კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველთან
Print
2855 Rate this article:
No rating

x
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678