სიახლე

საკონსულტაციო ფეისბუქ-ლაივი უნგრეთის სასტიპენდიო კონკურსით დაინტერესებულთათვის
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

საკონსულტაციო ფეისბუქ-ლაივი უნგრეთის სასტიპენდიო კონკურსით დაინტერესებულთათვის

2022 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყო განაცხადების მიღება უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის ,,Stipendium Hungaricum’’-ის ფარგლებში. პროგრამას განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით 2017 წლიდან უწევს ადმინისტრირებას.

1 დეკემბერს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ჩაირთვება ლაივ-ვიდეო პროგრამით დაინტერესებულთათვის.

,,ლაივის’’ მიმდინარეობისას ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლები დეტალურად განმარტავენ სასტიპენდიო კონკურსის პროცედურებს და უპასუხებენ კონკურსანტების შეკითხვებს.

პროგრამებით დაინტერესებულ აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ ონლაინ კონსულტაციის გავლა ფეისბუქ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით. სამუშაო საათებში აქტიურია ცენტრის სატელეფონო საკონსულტაციო ხაზი - ნომერზე: 032 297 01 97. ხოლო ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე კონსულტაციის გავლა შესაძლებელია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

წინა სიახლე რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულთათვის
Next Article ნუნუ მიცკევიჩის სამუშაო შეხვედრა რეგიონებში სახელწიფო რწმუნებულებთან საზღვარგარეთ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ
Print
7319 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678