სიახლე

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტიპენდიანტებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაიწყო
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტიპენდიანტებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაიწყო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიანტებთან საინფორმაციო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში მართავს.

შეხვედრებში ის სტუდენტები მონაწილეობენ, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სწავლას ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ. 

განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გრანტის მიმღებებს საგრანტო პროგრამების მიზნობრიობის, მხარეთა უფლება-მოვალეობებისა და ვალდებულებების მონიტორინგის საკითხებზე ესაუბრებიან და მათ საჭიროებებს ეცნობიან. სტიპენდიანტები ასევე იღებენ დეტალურ ინფორმაციას კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებსა და სამომავლო მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე.

საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 14 საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. 2024-2025 აკადემიური წლისთვის, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ფარგლებში ჩატარებულ კონკურსებში საქართველოს 176-მა მოქალაქემ გაიმარჯვა. სახელმწიფო სასწავლო გრანტების წლიური ბიუჯეტი 5,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

წინა სიახლე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
Next Article სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში სომხეთის რესპუბლიკასთან აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
Print
1364 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678