საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017 (საერთაშორისო სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა) 1 ივნისი - 30 ივნისი, 2016

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამის მიზნები

 

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ მიმართულების/ დარგის/სპეციალობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. 

პროგრამის ამოცანაა შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამის დარგში ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება.

2016-2017 სასწავლო წლისათვის ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა:

◦ხელოვნება;

◦რესტავრაცია/კონსერვაცია.

 

 

პროგრამის კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლების შესახებ

 

(დასაწყისი)

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება ისარგებლონ სასტიპენდიო პროგრამით დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი 

 

 

(დასაწყისი)

პროგრამის პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელოვნების მიმართულების, რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ:

1. მოპოვებული აქვთ ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი; 

2. სწავლობენ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; 

3. სწავლობენ უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვენ მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

 

 

განაცხადით მომართვის პროცესი და საკონკურსო ვადები

 

(დასაწყისი)

განაცხადების წარმოდგენის ვადაა 1 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.

დაინტერესებულ პირები განაცხადსა და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით  https://app.iec.gov.ge/ 

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. განაცხადი და შესაბამის დოკუმენტაცია 30 ივნისამდე (19:00 სთ) უნდა აიტვირთოს სარეგისტარციო ფორმაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს რედაქტირებას.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 

 საკონკურსო პერიოდში პროგრამით დაინტერესებული პირებისათვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ყოველ სამუშაო დღეს 13:00-14:00 სთ (გარდა პარასკევისა).

 საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ გამოგვიგზავნოთ სახელი, გვარი და პირადი ნომერი შემდეგ ელ - ფოსტაზე : IECMEETINGS@IEC.GOV.GE

 მის.: თბილისი, ინგოროყვას ქ. N7 ( საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია).

 

 

საკონკურსო მოთხოვნები

 

(დასაწყისი)

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის

საკონკურსო პირობები:

◦არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

◦ასაკი არ აღემატება 35 წელს;

◦ჩაბარებული აქვს საზღვარგარეთ, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების /დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე, მოპოვებული აქვს უპირობო ჩარიცხვის (გარდა ფინანსური პირობისა) დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევისა.

◦მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი. საბოლოო შეფასება: GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B;

◦ან სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე. განვლილი სასწავლო წლების და სემესტრის შეფასება: GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B.

◦ან სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B);

◦ან სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B);

◦მოპოვებული აქვს თანადაფინანსება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

◦აქვს პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

◦პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

◦CV/რეზიუმე;

◦პორტფოლიო

◦სამოტივაციო წერილი;

◦უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;

◦ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საშუალო ქულის მითითებით);

◦დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის/ საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან დიპლომის საშუალო ქულის შესახებ;

◦ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლების და სემესტრის შეფასების ფურცელი; 

◦უცხოეთის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი;

◦ორი რეკომენდაცია;

◦დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ, საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

◦პროფესიული საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

◦თანადაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

◦ალტერნატიული დაფინანსების წყაროს არსებობის/მოძიების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

◦სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის 

საკონკურსო პირობები: 

◦საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

◦მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი,  საბოლოო შეფასება:  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B.

◦ჩაბარებული აქვს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სადოქტორო პროგრამაზე და გააჩნია უპირობო ჩარიცხვის (გარდა ფინანსური პირობის შემთხვევისა) დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი;

◦სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას. გასული წლის საბოლოო შეფასება: GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B ან განვლილი სასწავლო წლის დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში.

◦მოპოვებული აქვს თანადაფინანსება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

◦აქვს პროფესიული საქმიანობის გამოცდილება.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

◦პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

◦CV/რეზიუმე;

◦პორტფოლიო;

◦სამოტივაციო წერილი; 

◦საზღვარგარეთ, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სადოქტორო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური პირობისა); 

◦მაგისტრის დიპლომი/ცნობა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საშუალო ქულის მითითებით; 

◦დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან დიპლომის საშუალო ქულის შესახებ; 

◦მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლი წლის/სემესტრის შეფასების ფურცელი;

◦დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ, საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

◦ორი რეკომენდაცია;

◦პროფესიული საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

◦თანადაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

◦ალტერნატიული დაფინანსების წყაროს არსებობის/მოძიების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

◦ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);

◦სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

 

კონკურსანტის შერჩევის პროცესი 

 

(დასაწყისი)

გრანტი გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. 

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა.

 

შეფასების მექანიზმი და კრიტერიუმები

 

(დასაწყისი)

განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება სპეციალურად შექმნილი ელექტრონული სისტემის საშუალებით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 (+დამატებითი) ქულა (100%), საიდანაც:

◦განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმი 60 (%)/ქულაა;

◦გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმი 40 (%)/ ქულაა;

◦o დამატებითი ქულა მაქსიმუმ 4 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს,), ერთი სტატუსისათვის 1 ქულა. 

კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონულ სისტემის მეშვეობით. განაცხადის სხვადასხვა ნაწილს, როგორიცაა სამუშაო გამოცდილება, მიღებული განათლება და შერჩეული მიმართულება, აკადემიური პროგრამა, რეკომენდაციები და სამოტივაციო წერილი, შეფასებისას განსხვავებული ხვედრითი ქულობრივი წილი აქვს საერთო ქულაში (მაგ: განაცხადის (60%-ის) შეფასების დიდ წილს სამოტივაციო წერილში მიღებული ქულა განსაზღვრავს).

კონკურსანტები, რომლებიც შერჩევის მეორე საფეხურზე მოიპოვებენ შესაბამის ქულას გასაუბრებაზე იქნებიან მოწვეულნი. გასაუბრება თითოეულ კონკურსანტთან განსაზღვრული დროითა და ფორმატით მიმდინარეობს. კომისიის წევრები კონკურსანტს გასაუბრების დასრულების შემდეგ კვლავ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებენ. 

კომისიამ შეიძლება განსაზღვროს ქულობრივი ზღვარი კონკურსის მასშტაბისა, აკადემიური პროგრამებისა და მიმართულების/სპეციალობის პრიორიტეტულობის მიხედვით. შესაბამისად, კონკურსანტი მომდევნო ეტაპზე გადადის ქულობრივი ზღვარის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში. კონკურსის დასრულებისას ჯამდება კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე დაგროვილი საშუალო ქულები, რითაც დგინდება კონკურსის საბოლოო შედეგი.

 

 

კონკურსანტების ინფორმირება შედეგების შესახებ

 

(დასაწყისი)

შეფასების ელექტრონული ქულობრივი სისტემა კონკურსის დასრულებისას კონკურსანტებს ჰყოფს (1) გამარჯვებულ, (2) სარეზერვო და (3) დაბალქულიან ჯგუფებად. 

კონკურსანტების ინფორმირება საბოლოო შედეგის შესახებ (გამარჯვებული, სარეზერვო და დაბალქულიანი) ერთდროულად ხდება. ელექტრონული სისტემა შესაბამის ინფორმაციას უგზავნის კონკურსანტს გასაუბრების ეტაპის დამთავრებიდან ერთ თვის განმავლობაში მათ მიერ განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე.

 

 

დაფინანსება

 

(დასაწყისი)

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. დაფინანსება შეიძლება გაიცეს სრულად ან ნაწილობრივ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. 

სწავლის საფასურის დაფინანსებისას კომისია მსჯელობს შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე, ხოლო უცხოეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსებისას ამა თუ იმ უცხო ქვეყანაში არსებული ცხოვრების სიძვირის მიხედვით. 

პროგრამა არ ითვალისწინებს დისტანციურ/დაუსწრებელ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობების შესახებ

 

(დასაწყისი)

კონკურსში გამარჯვებულ პირსა და ცენტრს შორის ფორმდება „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმებისას კონკურსის გამარჯვებული პირი საქართველოში არ იმყოფება, განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფს შესაბამის პროცედურებს. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები:

◦კონკურსში გამარჯვებულ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსის სტუდენტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ოფიციალური დოკუმენტისა და შესაბამისი აკადემიური მოსწრების წარმოდგენის შემდეგ. 

◦უცხოეთის უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირს, რომელიც საჭიროებს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA¬ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B, დოქტორანტებისათვის - ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება) წარმოდგენის შემთხვევაში. 

◦აღნიშნული პირობების შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

ცენტრი იღებს ვალდებულებას: 

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის  ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით. 

დაფინანსებულმა პირი იღებს ვალდებულებას:

◦სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი.

◦სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდეს საქართველოში სამი წლის განმავლობაში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში.

გრანტის მიმღებს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და შესაბამის სფეროში დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე.

გრანტის მიმღებს არ შეუძლია ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მიზნით ამ პროგრამითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

გრანტის მიმღების მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. კერძოდ, დასაქმებისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შესახებ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. 

პროგრამის ფარგლებში სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678