საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა  2016 26 აპრილი - 27 მაისი, 2016

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის მიზნები

 

(დასაწყისი)

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

პროგრამის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს.

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არაუმეტეს 3 თვის ვადის ხანგრძლივობის. დაფინანსება გაიცემა კონკურსის საფუძველზე სრულად ან ნაწილობრივ. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც გააჩნიათ თანადაფინანსება ან/და პირველად გეგმავენ კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ.

 

 

პროგრამის კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლების შესახებ

 

(დასაწყისი)

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

(დასაწყისი)

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც დასაქმებულნი არიან სახელმწიფო (საბიუჯეტო დაწესებულებაში) და სურთ დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამით აიმაღლონ კვალიფიკაცია.

 

 

განაცხადით მომართვის პროცესი და საკონკურსო ვადები

 

(დასაწყისი)

სასაზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენის ვადა   26 აპრილიდან - 27 მაისის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.

დაინტერესებულ პირები განაცხადს და შესაბამისი დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფოციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით  https://app.iec.gov.ge/ 

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს განაცხადების წარმოდგენის  ვადის ამოწურვამდე. განაცხადი და შესაბამის დოკუმენტაცია 27 მაისის ჩათვლით (19:00 სთ)  უნდა აიტვირთოს სარეგისტრაციო ფორმაში. 

საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს რედაქტირებას. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის შემოწმება და კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 

კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის 15 ივლისამდე.

 

 

საკონკურსო მოთხოვნები

 

(დასაწყისი)

საკონკურსო პირობები:        

1.საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

2.დასაქმებულია საქართველოს სახელმწიფო (საბიუჯეტო)  დაწესებულებაში;

3.მოპოვებული აქვს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

2.CV/რეზიუმე; 

3.სამოტივაციო წერილი;

4.ერთი სარეკომენდაციო წერილი; 

5.თანხმობა სამუშაო ადგილიდან; 

6.კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი; 

7.დოკუმენტი პროგრამის საფასურის შესახებ, საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

 
 
კონკურსანტის შერჩევის პროცესი

 

(დასაწყისი)

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალურ) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. 

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა.

 

 

შეფასების მექანიზმი და კრიტერიუმები

 

(დასაწყისი)

განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება სპეციალურად შექმნილი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულა (100%), აქედან:

◦განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 60 (%)/ქულა;

◦გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 40 (%)/ ქულა;

კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონულ სისტემის მეშვეობით. განაცხადის სხვადასხვა ნაწილს შეფასებისას განსხვავებული  ხვედრითი ქულობრივი წილი აქვს საერთო ქულაში. (მაგ: განაცხადის ( 60%-ის) შეფასების  დიდ წილს სამოტივაციო წერილში მიღებული ქულა განსაზღვრავს).

კონკურსანტები, რომლებიც შერჩევის მეორე საფეხურზე მოიპოვებენ შესაბამის ქულას გასაუბრებაზე იქნებიან მოწვეული. გასაუბრება თითოეულ კონკურსანტთან განსაზღვრული დროითა და ფორმატით მიმდინარეობს, სადაც შეფასება ინდივიდუალურად და  დამოუკიდებლად ხდება.  

კომისიამ შეიძლება განსაზღვროს ქულობრივი ზღვარი კონკურსის მასშტაბისა და მიმართულების/სპეციალობის პრიორიტეტულობის მიხედვით. შესაბამისად, კონკურსანტი მომდევნო ეტაპზე გადადის  ქულობრივი ზღვარის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში. კონკურსის დასრულებისას ჯამდება კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე დაგროვილი საშუალო ქულები, რითაც დგინდება კონკურსის საბოლოო შედეგი.

 

 

კონკურსანტების ინფორმირება შედეგების შესახებ

 

(დასაწყისი)

შეფასების ელექტრონული ქულობრივი სისტემა კონკურსის დასრულებისას კონკურსანტებს ჰყოფს (1)გამარჯვებულ, (2)სარეზერვო და (3) დაბალქულიან ჯგუფებად.

კონკურსანტების ინფორმირება საბოლოო შედეგის შესახებ (გამარჯვებული, სარეზერვო და დაბალქულიანი) ერთდროულად ხდება. ელექტრონული სისტემა შესაბამის ინფორმაციას უგზავნის კონკურსანტს გასაუბრების ეტაპის დამთავრებიდან ერთ თვის მანძილზე მათ მიერ განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე.

 

 

დაფინანსება

 

(დასაწყისი)

დაფინანსება გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურისა ან/და პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. დაფინანსება შეიძლება გაიცეს სრულად, ან ნაწილობრივ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

სწავლის საფასურის დაფინანსებისას კომისია მსჯელობს შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე, ხოლო უცხოეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებისას ამა თუ იმ უცხო ქვეყანაში არსებული ცხოვრების სიძვირის გათვალისწინებით.

პროგრამა არ ითვალისწინებს დისტანციურ/დაუსწრებელ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას.

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობების შესახებ

 

(დასაწყისი)

კონკურსში გამარჯვებულ პირებთან ფორმდება „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტი საქართველოში არ იმყოფება, განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფს შესაბამის პროცედურებს. 

ხელშეკრულებით განისაზღვრება გრანტის ოდენობა, გრანტის ანგარიშსწორებისა და ანგარიშგების წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

ცენტრი იღებს ვალდებულებას:

◦კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის  ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით. 

დაფინანსებული პირი  იღებს ვალდებულებას:

◦პროგრამის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამის კვალიფიკაციის პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

◦დაბრუნდეს საქართველოში პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და მინიმუმ 12 თვე მუშაობა გააგრძელოს იმ სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.  

დაფინანსებულ პირს არ შეუძლია ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში  მოითხოვოს დაფინანსება ამ პროგრამითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე. 

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ  პასუხისმგებლობას. კერძოდ, დასაქმებისა და პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შესახებ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. 

 

 

 

«ივლისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2425
განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ისლანდიაში, აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის (ACA) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. 

Read more
2627282930
1
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.  

Read more
2
განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, ცენტრის კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლები, კომისიის წევრები და კონკურსის გამარჯვებულები ესწრებოდნენ.

Read more
34567
891011121314
15
განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს

განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum”-ის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს.

Read more
16171819
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარეს

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარეს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 15-მა თანამშრომელმა ქვეყნის 15 მუნიციპალიტეტიდან, პროფესიული განვითარების მიზნით, საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარა.

Read more
2021
2223242526
განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიანტების მიღება

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიანტების მიღება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სტიპენდიების მიღება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა

Read more
2728
2930311234