სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017

სასტიპენდიო პროგრამის - "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017" მიზნების შესახებ 

 

სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად.

პროგრამის მხარდაჭერა გამოიხატება მათი განმახორციელებლების სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის,  საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსის ერთობლივ ფინანსურ უზრუნველყოფაში.

საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით. 

პროგრამა კურსდამათავრებულებს სოციალური, აკადემიური და პროფესიონალური ქსელის შექმნაში დაეხმარება, რაც უზრუნველყოფს მათთვის ინდივიდუალური პროფესიული  კონტაქტების გაფართოებასა  და ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში ინტერსექტორალურ ურთიერთთანამშრომლობას.

 

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობები:

◦აგრარული მეცნიერებანი;

◦განათლება;

◦ინჟინერია;

◦მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

◦სოციალური მეცნიერებები;

◦ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

◦სამართალი;

◦არქიტექტურა;

◦საჯარო მმართველობა; 

◦მენეჯმენტი. 

კონკურსში გამარჯვებული პირი  დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში/ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამისთვის არაპრიორიტეტული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ წერილი არ მიიღება და წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

 

პროგრამის კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლების შესახებ 

 

(დასაწყისი)

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 

საკონკურსო პროცედურებისას მხედველობაში მიღებული იქნება სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. 

 

 

განაცხადის წარმოდგენისა და საკონკურსო ვადების შესახებ

 

 

(დასაწყისი)

განაცხადების წარმოდგენის ვადაა 11 იანვრიდან - 11 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.

დაინტერესებული პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით  https://app.iec.gov.ge/

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. ელ. განაცხადი და შესაბამის დოკუმენტაცია 11 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ)  უნდა აიტვირთოს სააპლიკაციო ფორმაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.

ელ. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. ელ. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის 11 მარტამდე.

 

 

საკონკურსო მოთხოვნების შესახებ 

 

(დასაწყისი)

საკონკურსო პირობები:

◦საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

◦ასაკი არ აღემატება  30 წელს;

◦მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი;  

◦სწავლობს საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; 

◦სწავლობს საფრანგეთში, სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას; 

◦აკადემიური მოსწრება აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 

- GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0 

 - ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90 

 - ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში

◦ფლობს ფრანგულ ენას (მინიმუმ B2 დონე) ან ინგლისურ ენას (მინიმუმ TOEFL – 95, IELTS - 7)

 

(!)     უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტს, რომელიც: 

◦ჩაირიცხება ფრანგულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე; 

◦ჩაირიცხება საფრანგეთში, სახელმწიფო უნივერსიტეტში; 

◦აქვს  მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო (მათ შორის, სტაჟირების, პრაქტიკის გავლის, კვლევითი საქმიანობის) გამოცდილება საქართველოში; 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

◦პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრა­ლური მოწმო­ბისა და ნეიტრალური სამგ­ზავ­რო დოკუმენტის ასლი;

◦CV - ორენოვანი;

◦სამოტივაციო წერილი - ორენოვანი;

◦ორი რეკომენდაცია (ორენოვანი);

◦უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი;

◦ბაკალავრისა ან/და შემდგომი აკად. ხარისხის დიპლომი/დიპლომის დანართი.       დროებით დიპლომის არ არსებობის შემთხვევაში ცნობა  აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი;

◦საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს გასული სემესტრების ამონაწერი  საბოლოო წლიური/სემესტრული ქულების მითითებით  და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

◦საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე  მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში განვლილი სასწვალო წლის/სემესტრის შეფასების ფურცელი და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

◦განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების GPA-სთან ან 100 ქულიანი შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ;

 

არსებობის შემთხვევაში:

◦სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/ები;

◦ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები;

სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

კონკურსანტების ინფორმირება შედეგების შესახებ 

 

(დასაწყისი)

შეფასების ელექტრონული ქულობრივი სისტემა კონკურსის დასრულებისას  კონკურსანტებს ჰყოფს (1)გამარჯვებულ, (2)სარეზერვო და (3) დაბალქულიან ჯგუფებად. 

კონკურსანტების ინფორმირება საბოლოო შედეგის შესახებ (გამარჯვებული, სარეზერვო და დაბალქულიანი) ერთდროულად ხდება. ელექტრონული სისტემა შესაბამის ინფორმაციას უგზავნის კონკურსანტს გასაუბრების ეტაპის დამთავრებიდან ერთ თვის მაძილზე მათ მიერ განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე.

 

 

დაფინანსების შესახებ 

 

(დასაწყისი)

დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად 1 სასწავლო წლისათვის განათლების ინტეგრირებულ მოდელში; პროგრამა ითვალისწინებს როგორ სასწავლო, ასევე საფრანგეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. 

პროგრამის ფარგლებში დისტანციური სწავლება ან/და დაუსწრებელი სწავლების მოდული არ ფინანსდება.

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობების შესახებ

 

(დასაწყისი)

კონკურსში გამარჯვებულ პირებთან ფორმდება „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტი საქართველოში არ იმყოფება, განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფს შესაბამის პროცედურებს.

ხელშეკრულებით განისაზღვრება გრანტის ოდენობა, გრანტის ანგარიშსწორებისა და ანგარიშგების წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/დაღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა.

ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის/ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს აგრეთვე, თუ კონკურსში გამარჯვებული ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვერ წარმოადგენს ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს და შეფასების ფურცელს, ხოლო საფრანგეთში მასტერ 1-ის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი მასტერ 1-ის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტსა და შეფასების ფურცელს.

კონკურსში გამარჯვებულ პირს ეკრძალება ისარგებლოს პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ქვეყნების სხვა სახელმწიფო/სამთავრობო დაფინანსებით/სტიპენდიით.

 

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345