საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამები
(დასაწყისი)
საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოს დაფინანსებით კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსების დასრულების შემდგომ დაფინანსებული პირმა მინიმუმ 12 თვის განმავლობაში მუშაობა უნდა გააგრძელოს იმ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.
2014 წელს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებისას საქართველომ ევროპული თანამშრომლობის სტრატეგიული გეგმა გაიზიარა. ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის სტრუქტურა ასოცირებული ქვეყნების საჯარო სისტემებში საქმის წარმოების ახალ სტანდარტებს მოითხოვს. სექტორალური განვითარების ვალდებულებები ვაჭრობის, ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, სამართლის, კულტურის, პოლიტიკის სფეროში პროფესიულ გადამზადებას და სისტემების თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას საჭიროებს.
განაცხადით მომართვის პროცესი და საკონკურსო ვადები
(დასაწყისი)
მედია-ტრენინგის პროგრამაში განაცხადები მიიღება 25 სექტემბრიდან - 9 ოქტომბრის ჩათვლით (18:00 სთ), 2015.
დაინტერესებულ პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფოციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით https://app.iec.gov.ge/. პროგრამა კონკურსის საფუძველზე 24 აპლიკანტს შეარჩევს. კონკურსში უპირატესობა მიენიჭება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების თანამშრომლებსა და საჯარო საკომუნიკაციო და მასობრივი ინფორმაციის სფეროში მომუშავე აპლიკანტებს ( მათ შორის: „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში“, სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო" - ში, სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრ“-ში დასაქმებულ პირებს).
ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს განაცხადების წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე. განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია 2015 წლის 9 ოქტომბერს, 18:00 საათამდე უნდა აიტვირთოს სარეგისტრაციო ბმულზე. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის შემოწმება და კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
კონკურსის საბოლოო შედეგები გასაჯაროვდება 2015 წლის 23 ოქტომბრამდე.
ტრენინგი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2015 წლის 14-20 ნოემბერს ჩატარდება.
საკონკურსო მოთხოვნები
(დასაწყისი)
მედია ტრენინგში დაინტერესებული აპლიკანტი უნდა იყოს :
◦საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
◦დასაქმებული საქართველოს საჯარო დაწესებულებაში;
◦დასაქმებული საკომუნიკაციო და მედია სფეროში;
◦დაინტერესებული განათლების საკითხების გაშუქებით მედია სივრცეში;
წარსადგენი დოკუმენტაცია:
◦პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის/ პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
◦CV/რეზიუმე;
◦უშუალო უფროსის რეკომენდაცია (ოფიციალურ ბლანკზე);
◦სამოტივაციო წერილი;
◦ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ( ასეთის არარსებობის შემთხვევაში ენის ცოდნა შემოწმდება გასაუბრებისას);
კონკურსანტის შერჩევის პროცესი
(დასაწყისი)
კონკურსანტების შერჩევა სამსაფეხურიან მერიტორიალურ პროცესს გულისხმობს, სადაც
პირველი საფეხური - განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ითვალისწინებს. ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმებისას განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა დგინდება. ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია.
იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სრულყოფილია და ფორმალურად აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, კონკურსანტი გადადის კონკურსის მეორე საფეხურზე.
მეორე საფეხური - კომისიის მიერ განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის ხარისხობრივ (შინაარსობრივი) შეფასებას ითვალისწინებს. შეფასება კონკრეტული კონკურსისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხდება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა სამოტივაციო წერილს, გამოცდილებას და ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების გეგმას მიექცევა.
შეფასება ქულობრივი სისტემით ხდება. კომისია გამსვლელი ქულების რაოდენობას განსაზღვრავს კონკურსის მასშტაბის გათვალისწინებით. ქულების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში კონკურსანტი მესამე საფეხურზე გადადის.
მესამე საფეხური - კომისიასთან გასაუბრება. კომისიის წევრები კონკურსანტს გასაუბრების დროს ინდივიდუალურად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ანიჭებენ ქულებს.
შეფასების მექანიზმი და კრიტერიუმები
(დასაწყისი)
განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება სპეციალურად შექმნილი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხდება. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულაა (100%), სადაც:
◦განაცხადის შეფასების მაქსიმალური ქულაა - 60 (%);
◦გასაუბრების შეფასების მაქსიმალური ქულაა - 40 (%)/;
კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონულ სისტემის მეშვეობით. განაცხადის სხვადასხვა ნაწილს, შეფასებისას განსხვავებული ხვედრითი ქულობრივი წილი აქვს საერთო ქულაში (მაგ: განაცხადის ( 60%-ის შეფასების დიდ წილს სამოტივაციო წერილში მიღებული ქულა განსაზღვრავს).
კონკურსანტები, რომლებიც შერჩევის მეორე საფეხურზე მოიპოვებენ შესაბამის ქულას გასაუბრებაზე იქნებიან მოწვეული. გასაუბრება თითოეულ კონკურსანტთან განსაზღვრული დროითა და ფორმატით მიმდინარეობს, სადაც შეფასება ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად ხდება. გასაუბრება ტრენინგის სამუშაო ენაზე- ინგლისურად ჩატარდება.
კომისიის უფლებამოსილება
(დასაწყისი)
კომისია დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებით. კომისია დაკომპლექტებულია სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების შერჩევის შესახებ.
კომისიას უფლება აქვს:
◦მოითხოვოს კონკურსანტისგან დამატებითი საბუთი/ები, საჭიროებისამებრ ხელმეორედ მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე (პირადად ან /და სკაიპით), დაუკავშირდეს რეკომენდატორს, ან მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია სასწავლო დაწესებულებისა თუ დასაქმების ადგილიდან.
◦არ დაუშვას კონკურსანტი შერჩევის შემდეგ საფეხურზე/კონკურსზე:
- პლაგიატის, საბუთების გაყალბების ან/და სხვა გზით კომისიის შეცდომაში შეყვანის მცდელობისათვის;
- თუ ამ პროგრამით ერთხელ უკვე დაფინანსდა იგივე ან მსგავს ტრენინგზე/კურსზე;
- ამ პროგრამით ერთხელ უკვე დაფინანსდა და ვერ მოახერხა კურსის სრულად გავლა/დასრულება;
- ამ პროგრამით ერთხელ უკვე დაფინანსდა და დაარღვია ხელშეკრულების რომელიმე მუხლი;
კონკურსანტების ინფორმირება შედეგების შესახებ
(დასაწყისი)
შეფასების ელექტრონული ქულობრივი სისტემა კონკურსის დასრულებისას კონკურსანტებს ჰყოფს (1)გამარჯვებულ, (2)სარეზერვო და (3) დაბალქულიან ჯგუფებად.
კონკურსანტების ინფორმირება საბოლოო შედეგის შესახებ (გამარჯვებული, სარეზერვო და დაბალქულიანი) ერთდროულად ხდება. ელექტრონული სისტემა შესაბამის ინფორმაციას უგზავნის კონკურსანტს გასაუბრების ეტაპის დამთავრებიდან ორი კვირის მაძილზე მათ მიერ განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე.
დაფინანსების გაცემა
(დასაწყისი)
კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტებს დაუფინანსდებათ სავიზო მოსაკრებლის, მგზავრობის, ტრენინგის პროგრამის, სასტუმროს ხარჯები.