საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2018-2019. 2018 წლის 25 აპრილიდან 2018 წლის 25 მაისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე თბილისის დროით)

სასტიპენდიო პროგრამის აღწერა

 

სასტიპენდიო პროგრამა - საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2018-2019 (შემდგომში - სასტიპენდიო პროგრამა) წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის  (შემდგომში - ცენტრი) სასტიპენდიო პროგრამას.

სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ გრანტი და სწავლა განაგრძონ სამაგისტრო პროგრამაზე საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

აღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ   სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულების, ხელოვნების მენეჯმენტის და ადმინისტრირების დარგის/სპეციალობის ან/და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას. 

გრანტი გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. 

გრანტი გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს. 

პროგრამა არ ითვალისწინებს  სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული ან/და ე.წ. “Executive” სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

 

 
მიზნები და ამოცანები

 

(დასაწყისი)

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. 

პროგრამის ამოცანაა შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამის დარგში ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება. 

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

(დასაწყისი)

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ, პირი, რომელიც:

  1. ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს;
  2. სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;
  3. სწავლობს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.   
პრიორიტეტული მიმართულება/დარგი/სპეციალობა

 

(დასაწყისი)

2018-2019 სასწავლო წლისთვის ამ სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/დარგი/სპეციალობა:

  • ხელოვნება;
  • რესტავრაცია/კონსერვაცია;
  • ხელოვნების მენეჯმენტი და ადმინისტრირება.
  •  
  •  
პროგრამის შედეგი

 

(დასაწყისი)

პროგრამის შედეგს წარმოადგენს გრანტის მიმღების მიერ სწავლის დასრულების შემდეგ შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.  აგრეთვე, სწავლის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოში შესაბამის სფეროში დასაქმება.

 
 
საკონკურსო ვადა

 

(დასაწყისი)

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2018 წლის  25 აპრილიდან  2018 წლის  25  მაისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე თბილისის დროით).

კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2018 წლის 25 ივლისამდე.

 

 

პროგრამის განხორციელება

 

(დასაწყისი)

სასტიპენდიო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით. 

ა) კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობს:

◦სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცებასა და კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის IEC.GOV.GE მეშვეობით; 

◦ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირებასა და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

◦საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილი) ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში http://app.iec.gov.ge/;

◦საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ კომპეტენციების ფარგლებში ცენტრისა და საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესით გამარჯვებულის გამოვლენას;

◦გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას;

◦ცენტრის მიერ დაფინანსებულ პირთა მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

 

 
საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი

 

(დასაწყისი)

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე  გადაწყვეტილებას იღებს  საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობას და უფლებამოსილებებს ამტკიცებს  ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.

საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 (+ დამატებითი ბონუს) ქულა.  აქედან:

◦ელ. განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦ბონუს ქულა მაქსიმუმ  4 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის მქონე კონკურსანტებს),  ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა. 

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. 

იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით. 

 

 
საკონკურსო პირობები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

(დასაწყისი)

საკონკურსო პირობები:

1.საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

2.ასაკი არ აღემატება 35 წელს;

3.ჩაბარებული აქვს საზღვარგარეთ, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების /დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე, მოპოვებული აქვს უპირობო ჩარიცხვის (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა; ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში გარდა ფინანსური, ადმინისტრაციული ან/და ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი საბუთის ან/და შეფასების დოკუმენტის წარდგენის პირობისა) დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი;

4.მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი. საბოლოო ჯამური შეფასება:  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B)  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;

5.ან სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე. განვლილი სასწავლო წლების და სემესტრის საშუალო ჯამური შეფასება:  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B) ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში; 

6.ან სწავლობს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის საშუალო ჯამური შეფასება შეფასება:  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B)  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);

7.მოპოვებული აქვს თანადაფინანსება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. ეს პირობა არ ეხება, იმ კონკურსანტებს, რომლებიც ჩარიცხული არიან უფასო აკადემიურ პროგრამაზე და  მხოლოდ ადმინისტრაციული რეგისტრაციის საფასური აქვთ გადასახდელი;

8.აქვს პროფესიული საქმიანობის  გამოცდილება (ეს პუნქტი არ ვრცელდება ხელოვნების მიმართულების, რესტავრაცია კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებზე). 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

2.CV/რეზიუმე; 

3.პორტფოლიო (ეს პუნქტი არ ვრცელდება ხელოვნების მენეჯმენტის და ადმინისტრირების დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებზე);

4.სამოტივაციო წერილი;

5.უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;

6.ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა  აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის მითითებით;

7.ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლების/სემესტრების შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით; 

8.უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი ჯამური საშუალო ქულის მითითებით;

9.დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საბოლოო საშუალო  / საშუალო ჯამური ქულის  მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან დიპლომის საშუალო ჯამური ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები; 

10.ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც ავტომატურად იგზავნება კონკურსანტის მიერ მითითებულ  რეკომენდატორის ელ ფოსტაზე);

11.დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;

12.საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

13.პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ეს პუნქტი არ ვრცელდება ხელოვნების მიმართულების, რესტავრაცია კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებზე);

14.თანადაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

15. ალტერნატიული დაფინანსების წყაროს არსებობის/მოძიების დამადასტურებელი დოკუმენტი  

16.სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

 

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.

 
 
მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

(დასაწყისი)

ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. ამ სასტიპენდიო პროგრამის შესაბამისად.

კონკურსში გამარჯვებულ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ოფიციალური  დოკუმენტისა და შესაბამისი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.  აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

უცხოეთის უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა,  გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების შემდგომ საშუალო ჯამური შეფასების (GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B)  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს აგრეთვე წარმოადგენს თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.

ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გასცეს გრანტი გამარჯვებულ პირებზე, შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით. 

 

გრანტის მიმღები იღებს ვალდებულებას:

◦სწავლის დასრულების შემდეგ წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

◦სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდეს საქართველოში სამი წლის განმავლობაში შესაბამის სფეროში. 

ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის  ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში,  კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება -  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (81-­90), მინიმუმ - ძალიან კარგი, მინიმუმ (B)  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში. დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით. 

გრანტის მიმღებს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და შესაბამის სფეროში დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. 

გრანტის მიმღებს არ შეუძლია ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში  მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით.

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 
დაფინანსების სახეები. ანგარიშსწორების წესი. პროგრამის ბიუჯეტი

 

(დასაწყისი)

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას. 

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას  ცენტრი ურიცხავს გრანტის მიმღებს მიზნობრიობის შესაბამისად:

◦სწავლის საფასურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ დაწესებულებაში დადგენილია საქართველოს ხაზინაში მოქმედი საერთაშორისო გადარიცხვის წესისგან განსხვავებული წესი;

◦სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება გრანტის მიმღების პირად საბანკო ანგარიშზე.

პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. 

 

 
დამატებითი ინფორმაცია

 

(დასაწყისი)

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში http://app.iec.gov.ge/.

განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის რეკომენდაცია) 25 მაისის 19:00 სთ-ის ჩათვლით უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის  რედაქტირებას.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს განაცხადი საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. 

ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - http://iec.gov.ge/4166.

კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი ელ. განაცხადის მეშვეობით.  

ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს  ელ, განაცხადში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართს.

 

ცენტრის ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი

ბრძანება საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2018-2019-ის დამტკიცების შესახებ

 

 

«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678