საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2019-2020

სასტიპენდიო პროგრამის აღწერა

 

(დასაწყისი)

სასტიპენდიო პროგრამა - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2019-2020“ (შემდგომში - სასტიპენდიო პროგრამა) არის სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სასტიპენდიო პროგრამა.

 

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.

აღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს. 

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ვადის ხანგრძლივობის. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. 

კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის მიერ მოპოვებული ინსტიტუციური თანადაფინანსების შესახებ. 
პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური ან/და ინტეგრირებული პროგრამების დაფინანსებას.

 

 

მიზნები და ამოცანები

 

(დასაწყისი)

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.

პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება.

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

(დასაწყისი)

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და სურთ დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამით აიმაღლონ კვალიფიკაცია.

 

 

პროგრამის შედეგი

 

(დასაწყისი)

სასტიპენდიო პროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ასევე, შერჩეული პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში კურსდამთავრებულის საქართველოში დაბრუნება და მინიმუმ 12 თვე მუშაობის გაგრძელება იმ საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში. 

 

კონკურსის ვადა: 2019 წლის 15 აპრილიდან 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე).
კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2019 წლის 30 ივნისამდე.

 

 

პროგრამის განხორციელება

 

(დასაწყისი)

პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით.

 

  კონკურსის გამოცხადების პროცესი:

 

  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებ-გვერდის IEC.GOV.GE მეშვეობით;
  • ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირებასა და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილის) წარმოდგენა წარმოებს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/ ატვირთვის გზით.
  • საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ გამარჯვებულის გამოვლენა;
  • გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა;
  • ცენტრის მიერ დაფინანსებულ პირთა მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

 

 

საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი

 

(დასაწყისი)

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.


საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულა. აქედან:

 

  • ელ. განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;
  • გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:
 

პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.
 

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.
 

მესამე ეტაპი - გასაუბრება. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება სკაიპის საშუალებით.

 

 

საკონკურსო მოთხოვნები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

(დასაწყისი)

საკონკურსო პირობები:     
  

  1. საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
  2. დასაქმებულია საქართველოს საჯარო(საბიუჯეტო) დაწესებულებაში;
  3. მოპოვებული აქვს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
  2. CV/რეზიუმე;
  3. სამოტივაციო წერილი;
  4. ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც ავტომატურად იგზავნება კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ ფოსტაზე);
  5. თანხმობა სამუშაო ადგილიდან (ამავე დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის თანამდებობა და ინფორმაცია ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ან ცალკე ცნობის სახით თანდართული);
  6. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
  7. დოკუმენტი პროგრამის საფასურის შესახებ, საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

 

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.

 

 

მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

(დასაწყისი)

ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. 

ცენტრი იღებს ვალდებულებას საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

 

  • პროგრამის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამის კვალიფიკაციის პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბრუნდეს საქართველოში პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და მინიმუმ 12 თვე მუშაობა გააგრძელოს იმ საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.

 

   

დაფინანსებულ პირს არ შეუძლია ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მოითხოვოს დაფინანსება ამ პროგრამითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

დაფინანსების სახეები. პროგრამის ბიუჯეტი. ანგარიშსწორების წესი

 

(დასაწყისი)

დაფინანსება გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურისა ან/და პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ. 

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:

 

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურს უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებაში;

პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

 

პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 

 

 

ცენტრის ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი

ბრძანება საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2019-2020-ის დამტკიცების შესახებ

 

 

«ივლისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2425
განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ისლანდიაში, აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის (ACA) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. 

Read more
2627282930
1
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.  

Read more
2
განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, ცენტრის კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლები, კომისიის წევრები და კონკურსის გამარჯვებულები ესწრებოდნენ.

Read more
34567
891011121314
15
განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს

განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum”-ის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს.

Read more
16171819
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარეს

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარეს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 15-მა თანამშრომელმა ქვეყნის 15 მუნიციპალიტეტიდან, პროფესიული განვითარების მიზნით, საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარა.

Read more
2021
2223242526
განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიანტების მიღება

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიანტების მიღება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სტიპენდიების მიღება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა

Read more
2728
2930311234