სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა 

 

სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო  გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2011 წლის შეთანხმება.

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.

პროგრამის მიხედვით სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის ყველა მიმართულებით  წლიურად გაიცემა 10 სტიპენდია.

კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოს სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოს, ცენტრის საკონტაქტო მეილზე პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად. გამარჯვებული კონკურსანტის შერჩევა ხდება სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  • - ინგლისური ენის ფლობა

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • - პასპორტის ასლი
  • - სააპლიკაციო ფორმა
  • - 4 ფოტო სურათი
  • - აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • - CV

 

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში.

 

ცენტრის ოფისში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 აგვისტოს  ჩათვლით 18:00 საათამდე (თბილისის დროით).

  •  

 

 

 

 

 

 

 

 

 

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი -  „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა პროექტი „STEM სასკოლო ჰაბი.”

Read more
202122
232425
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი პორტუგალიაში, აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის (ACA) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

Read more
26272829
30123456