კონკურსი მიმდინარე გრანტის მფლობელთათვის (დასრულებული)

«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567

 

 

პროგრამის აღწერა

 

პროგრამა წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის გასული წლების სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში გრანტის მფლობელთა მიერ 2022-2023 აკადემიური წლისთვის დაფინანსების მოთხოვნის წესსა და პროცედურას.

დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება მხოლოდ შესაბამისი აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. დამატებითი სემესტრი/აკადემიური წელი არ ფინანსდება.

გრანტის მფლობელთა 2022-2023 აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება სასტიპენდიო პროგრამის და გრანტის მიმღებთან გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. მომდევნო ოფიციალური აკადემიური წლისათვის დაფინანსების გაგრძელების მსურველი გრანტის მფლობელი არ შედის კონკურსში 2022 წელს გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამების კონკურსების მონაწილეებთან.

 

 

ვადები

 

2022 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).

 

განაცხადების ეტაპობრივად განხილვის ვადები: 2022 წლის 30 ივნისი, 31 ივლისი, 31 აგვისტო, 30 სექტემბერი, 30 ოქტომბერი განაცხადის განხილვის სასურველ თარიღამდე სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში.

 

განაცხადის შევსების პროცედურა

 

განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.

 

 

საკონკურსო კომისია

 

გრანტის მფლობელთა მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისია.

 

 

 

საკონკურსო პირობები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
  2. CV/რეზიუმე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს (ან წარმოდგენილ იქნეს ცალკე დოკუმენტით) აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის, სტუდენტის სწავლის დაწყებისა და დასრულების პერიოდის შესახებ ინფორმაცია;
  4. გასული წლის შეფასების ოფიციალური ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით გასულ წელს გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში დოქტორანტებისთვის - განვლილ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება დაგეგმილი აკადემიური სამუშაოების აღწერით;
  5. შეფასების ოფიციალურ ფურცელში საშუალო ქულის/ქულის განმარტების  მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან განვლილი წლის შეფასების საშუალო ქულისა ან/და მისი განმარტების შესახებ (სასწავლებლის მიერ გაცემულ ოფიციალურ ცნობაში ქულის განმარტების  მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა უმაღლესი განათლების შეფასების სისტემების შესაბამისობის დადგენის თაობაზე);
  6. ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში მითითებული რეკომენდატორის მიერ ამავე სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით);
  7. დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;
  8. სტატუს რეპორტი (სტატუს რეპორტის შედგენისას, სტიპენდიატისთვის  მნიშვნელოვანი თემატიკის გარდა, წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გასულ აკადემიურ წელს განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი აქტივობისა და მოპოვებული წარმატების შესახებ).

 

     ბრძანება

     ბრძანების დანართი