ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა 

 

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო  გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის შეთანხმება.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.
პროგრამა ითვალისწინებს მოკლევადიანი სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის  (სასწავლო და კვლევითი) სტუდენტებისა და მკვევარებისთვის. კერძოდ:

 

  1. მოკლევადიან სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს ყველა მიმართულებით (სწავლის ხანგრძლივობა – 2-დან 9 თვემდე ერთ ადამიანზე). საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 27 თვეს.
  2. კვლევით სტიპენდიებს უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს (კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა – 1 თვემდე პერსონაზე). კვლევითი ვიზიტების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
  3. სლავური ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლის სტიპენდიებს (ხელმისაწვდომია 2 ვაკანსია).

 
კონკურსანტი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოს ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოს, ცენტრის საკონტაქტო მეილზე პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად. გამარჯვებული კონკურსანტის შერჩევა ხდება ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

 

  • - საბაკალავრო, სამაგისტრო  და სადოქტორო საფეხურებისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, ონლაინ-მისამართი: info-iec@iec.gov.ge;
  • - ზაფხულის სკოლის აპლიკაციების წარდგენის ვადა:  არაუგვიანეს 15 მარტისა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში  www.mzv.cz/tbilisi, https://www.facebook.com/czechembassytbilisi

 
წარმოსადგენი დოკუმენტების, საკონკურსო ვადებისა და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში
 

 

 

 

 

 

 

 

«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678