მიმდინარე გრანტის მფლობელთა მიერ 2023-2024 აკადემიური წლისთვის დაფინანსების მოთხოვნის წესი და პროცედურა 

 

 

პროგრამის აღწერა

 

პროგრამა წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის გასული წლების სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში გრანტის მფლობელთა მიერ 2023-2024 აკადემიური წლისთვის დაფინანსების მოთხოვნის წესსა და პროცედურას.

დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება მხოლოდ შესაბამისი აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. დამატებითი სემესტრი/აკადემიური წელი არ ფინანსდება.

გრანტის მფლობელთა 2023-2024 აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება სასტიპენდიო პროგრამის და გრანტის მიმღებთან გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. მომდევნო ოფიციალური აკადემიური წლისათვის დაფინანსების გაგრძელების მსურველი გრანტის მფლობელი არ შედის კონკურსში 2023 წელს გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამების კონკურსების მონაწილეებთან.

 

 

ვადები

 

დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განაცხადები მიიღება 2023 წლის 15 ივნისიდან 2023 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

 

საკონკურსო კომისიების მიერ განაცხადების ეტაპობრივად განხილვის ვადები: 2023 წლის 14 ივლისი, 31 აგვისტო და 1-ლი ნოემბერი.

 

 

განაცხადის შევსების პროცედურა

 

განაცხადების წარდგენა, უნდა მოხდეს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge, განსაზღვრული ვადების დაცვით, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

 

 

საკონკურსო კომისია

 

გრანტის მფლობელთა მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისია.

 

 

 

საკონკურსო პირობები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

 

2. ცნობა სტუდენტის მიმდინარე სტატუსის შესახებ.

ცნობაში მითითებული უნდა იყოს (ან წარმოდგენილ იქნეს ცალკე დოკუმენტით) აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის, სტუდენტის სწავლის დაწყებისა და დასრულების პერიოდის შესახებ ინფორმაცია.

 

3. სამაგისტრო პროგრამაზე სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პირთათვის:

ა) ცენტრის მიერ დაფინანსებული აკადემიური წლის ოფიციალური შეფასების დოკუმენტი საშუალო ჯამური ქულის მითითებით;

ბ) ცენტრის მიერ დაფინანსებული სასწავლებლიდან ერთი რეკომენდაცია.

რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში მითითებული რეკომენდატორის მიერ ამავე სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით.

 

4. სადოქტორო პროგრამაზე სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პირთათვის:

ა) ცენტრის მიერ დაფინანსებულ აკადემიურ წელს შესრულებული სამუშაოს კვლევითი ანგარიში, დაგეგმილი სამუშაოების აღწერით;

ბ) ცენტრის მიერ დაფინანსებული სასწავლებლიდან ერთი რეკომენდაცია.

რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში მითითებული რეკომენდატორის მიერ ამავე სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით;

 

5. სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტი; დოკუმენტი უნივერსიტეტის თანადაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

 

6. სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში კარიერული განვითარების ხედვა, ან/და ინფორმაცია უკვე არსებული შეთავაზებების შესახებ.

 

     ბრძანება

     ბრძანების დანართი

«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
3012
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.

 

Read more
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910