აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024

პროგრამის აღწერა 

 

სასტიპენდიო პროგრამა „აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024“ წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს, ააიპ - ათასწლეულის ფონდი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდს შორის 2018 წლის 4 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიისა ან ბიოქიმიის მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. სტიპენდია გაიცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო შესარჩევი კომისია (შემდგომში „შესარჩევი კომისია“).

 

მემორანდუმის შესაბამისად,  როდესაც საქართველოს მოქალაქე ჩაირიცხება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტში და მიიღებს სან დიეგოს უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის განკუთვნილ სასწავლო გრანტს, სან დიეგოს უნივერსიტეტის ფონდი სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისგან მიიღებს სტუდენტის მხარდასაჭერად დაფინანსებას, რაც მოიცავს სწავლის, მგზავრობის და სხვა ხარჯებს. მოსალოდნელია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გაწეული დახმარების ოდენობა გაუტოლდება 50,000 აშშ დოლარს ხუთი წლის მანძილზე: პირველ წელს 15,000 აშშ დოლარი, დანარჩენი კი თანაბრად გადანაწილდება  მომდევნო წლებზე. დაფინანსდება მაქსიმუმ 4 ბაკალავრიატის კურსდამთავრებული სტუდენტი, თუ სხვა შეთანხმება არ შედგა მხარეებს შორის.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის და ბიოქიმიის ფაკულტეტი უზრუნველყოფს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს სწავლებასთან დაკავშირებული პოზიციით (დღეისათვის ნახევარი განაკვეთზე  16, 000 აშშ დოლარის ანაზღაურებით სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის და 20, 000 აშშ დოლარის ანაზღაურებით სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ერთი აკადემიური წლის მანძილზე). სწავლებასთან დაკავშირებულ პოზიციაზე დასაქმება გაგრძელდება ყოველწლიურად იმ პირობით, რომ სტუდენტი დააკმაყოფილებს აკადემიურ, კვლევის და სწავლების ვალდებულებებს, ორი წლის ვადით სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების და ხუთი წლის ვადით სადოქტორო პროგრამის სტუდენტების შემთხვევაში. სტუდენტმა უნდა შეასრულოს ყველა საიმიგრაციო ვალდებულება.

 

სტუდენტი ვალდებულია დროულად, შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ჩავიდეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რათა დაესწროს საორიენტაციო და სხვა შეხვედრებს, ქიმიის საორიენტაციო გამოცდას და ა.შ.

 

სწავლებასთან დაკავშირებულ პოზიციაზე ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შემთხვევაში ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ანაზღაურდება ჯანმრთელობის დაზღვევა (დაახლოებით 1, 300 აშშ დოლარი) თითოეული სტუდენტისთვის, მათ შორის, კალიფორნიის არარეზიდენტი სტუდენტებისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტი ვერ შეინარჩუნებს სწავლებასთან დაკავშირებულ პოზიციას, ის ვალდებული იქნება თავად შეიძინოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო სტუდენტებისთვის დადგენილის ექვივალენტური ან მეტი დაფარვის სადაზღვევო პოლისი. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოელმა სტუდენტებმა მტკიცებულების სახით უნდა წარმოადგინონ სადაზღვევო პოლისი, რომელიც შეესაბამება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ეკისრება პასუხისმგებლობა სტუდენტის მიერ გაწეულ ჯანმრთელობის ხარჯებზე.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების ცენტრი (ISC) ეხმარება სტუდენტს შესაფერისი საცხოვრებელი ადგილის მოძებნაში, თუმცა არ იძლევა ასეთ საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის გარანტიას საერთო საცხოვრებელში ან მის შემოგარენში.

სტუდენტები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა რეგულაცია, ასევე, შეასრულონ  კანონმდებლობის მოთხოვნები და წესები, რომელიც ეხება მათ ყოფნას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიის ან ბიოქიმიის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე.

                              

დაფინანსებულ პირს ეკრძალება ისარგებლოს ცენტრის სხვა  დაფინანსებით/სტიპენდიით ამ პროგრამით განსაზღვრული გრანტის მიღების პერიოდში. დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ, ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საფეხურის აკადემიურ  პროგრამაზე.

 

 

 

პროგრამის მიზნები და ამოცანები

 

სასტიპენდიო პროგრამის „აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024“  მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს აშშ-ში,  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტის ქიმიის/ბიოქიმიის ბაკალავრის შემდგომ საფეხურზე სწავლის შედეგად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიზნების შესაბამისად სასტიპენდიო პროგრამის „აკადემიური პროგრამები სან დიეგოს უნივერსიტეტში 2023-2024“  ამოცანაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებისთვის საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობა და მიღებული ცოდნის რეალიზებით  ქვეყნის მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის ზრდა. აღნიშნული მიზნით, სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული საქართველოში უნდა დაბრუნდეს სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში; ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლოს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

 

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება-სწავლის სრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო/სადოქტორო აკადემიური პროგრამები, რაც გამორიცხავს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის, დისტანციური, ე.წ. “Executive”, სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

 

 

პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი

 

სასტიპენდიო პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებზე, რომლებიც სწავლობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელ კურსზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის 35 წლის ასაკის ჩათვლით, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის - ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

 

 

პროგრამის შედეგი

 

2023-2024 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ აშშ-ში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის/ბიოქიმიის საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის/დოქტორის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის შემდგომში საქართველოში რეალიზებას. 

 

საკონკურსო ვადა

 

​საკონკურსო ვადა: საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2023 წლის 15 მარტიდან 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით). კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2023 წლის 30 ივნისამდე. 

 

 

საკონკურსო და სააპლიკაციო პროცესი

 

პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი:

 

➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებგვერდის iec.gov.ge მეშვეობით;
➢ ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირება და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
➢ საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში - განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო
სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის შევსება, დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება, რედაქტირება შესაძლებელია განაცხადის გადმოგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში.
განაცხადი წარმოდგენილად ითვლება კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში გადმოგზავნის შემდგომ. გადმოგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. განაცხადისა და  შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - ,,არსებობის შემთხვევაში’’. განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია  მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში და საკონკურსო პროცესის წარმოების მიზნით დაამუშაოს მისი  (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია და სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროოს პერსონალური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
➢ საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით გამარჯვებულების გამოვლენა;
➢ კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ. წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით.
➢ ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს განაცხადში მითითებულ ელ ფოსტის მისამართს;
➢ გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა.

 

 

სამაგისტრო და სადოქტორო (ინტეგრირებულ) პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის 

 

  • საკონკურსო პირობები:

  • - არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
  • - ასაკი 35 წლის ჩათვლით (სადოქტორო პროგრამაზე - ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე);
  • - აქვს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი, საბოლოო შეფასება: GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.
  • - სწავლობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე შესაბამის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. განვლილი სემესტრების ჯამური შეფასება: GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.
  •  

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები
  •  

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

- CV/რეზიუმე;

- სამოტივაციო წერილი;

- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი;

- დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და ყველა განვლილი სემესტრის შეფასების ფურცელი  ჯამური ქულის მითითებით GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).

- ერთი რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც ავტომატურად იგზავნება კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ. ფოსტაზე);

- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/ები (ცნობა სამსახურის შესახებ ვადების მითითებით (არსებობის შემთხვევაში);

- ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

- სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურისა და წარსადგენი დოკუმენტების/საკონკურსო მოთხოვნების (მათ შორის უცხო ენასთან დაკავშირებული პირობის) შესახებ ინფორმაცია კონკურსანტმა უნდა იხილოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.

განაცხადში დოკუმენტები/ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ან ქართულ - ინგლისურ ენებზე შედგენილი. ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ინგლისურ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

ცენტრი და შესარჩევი კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.

 

 

შესარჩევი კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი

გამარჯვებულის გამოვლენასთან, კონკურსის ჩატარებასა და დაფინანსებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზეგადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილიშესარჩევი კომისია. შესარჩევი კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდებასსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მხარეებთან შეთანხმებით. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებს/შეფასების ფორმებს ასევე ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.


შესარჩევი კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე. 
კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:


პირველი ეტაპი - განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.


მეორე ეტაპი - შესარჩევი კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების და თანდართული დოკუმენტაციის  შინაარსობრივი შეფასება. შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.


მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით). მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.


კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. შესაბამისად, მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.


კონკურსანტს კონკურსის პირველ ეტაპზე შეიძლება მიენიჭოს ბონუს ქულა (მაქსიმუმ 4) შესაბამისი სტატუსის - სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირის, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის - დადასტურების შემთხვევაში (ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან. 


კონკურსანტი პროგრამის სტიპენდიატი ხდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და შემდგომ ცენტრთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების  შემთხვევაში.

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

  • ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

  •  

     

    ცენტრი იღებს ვალდებულებას:

    შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

     

    დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

    - პროგრამით გათვალისწინებულ სტანდარტულ დროში დაასრულოს სწავლა (2 წელი სამაგისტრო და 5 წელი სადოქტორო ინტეგრირებული პროგრამისთვის).

    - სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამისი მიმართულების მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • - ცენტრის შეთავაზებით ითანამშრომლოს საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.
  •  

    დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ცენტრის მიერ გამოყოფილი გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

  •  

     

    ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის/ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს:

     

  1. გამარჯვებული კონკურსანტის მიერ ამ პროგრამისგან განსხვავებულ მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ წერილის წარმოდგენა;
  2. კონკურსში გამარჯვებული ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის მიერ   ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტის და შეფასების ფურცლის წარმოუდგენლობა. ამასთანავე, შეფასების მაჩვენებელი უნდა იყოს  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.
  3. თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
  4. თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.

 

პროგრამის ფარგლებში ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში  შესარჩევი კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში. ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში დოქტორანტებისთვის - განვლილ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება დაგეგმილი აკადემიური სამუშაოების აღწერით.

 

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს შესარჩევი კომისია.

 

აღნიშნული უფლების მოპოვების მიზნით,  დაფინანსებულმა პირმა, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.

 

პროგრამის ფარგლებში სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

  •  

 

 

ანგარიშსწორების წესი. ბიუჯეტი

 

სასტიპენდიო პროგრამის „აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024“ პროგრამის დაფინანსება განსაზღვრულია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს, ააიპ - ათასწლეულის ფონდს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდს შორის 2018 წლის 4 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით.

 

შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გრანტის სახით გამოყოფილ თანხას სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად ცენტრი გადარიცხავს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდის მიერ წარმოდგენილ შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

 

პროგრამით გათვალისწინებული ცენტრის მიერ ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
  •  
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:

 

მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II

ტელეფონი: 032 2 97 01 97

ელ. ფოსტა: info-iec@iec.gov.ge

ვებგვერდი: iec.gov.ge

 

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება

ბრძანების დანართი

ხშირად დასმული კითხვები

 

 

«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
3012
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.

 

Read more
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910