სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა 2024 -2025

 

 

სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო  გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2023 წლის მემორანდუმი.

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.

პროგრამის მიხედვით სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის ყველა მიმართულებით  წლიურად გაიცემა 10 სტიპენდია.

კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოს სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოს, ცენტრის საკონტაქტო მეილზე პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად. გამარჯვებული კონკურსანტის შერჩევა ხდება სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  1. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  2. ინგლისური ენის ფლობა

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

 

  1. პასპორტის ასლი
  2. სააპლიკაციო ფორმა
  3. 4 ფოტო სურათი
  4. აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  5. CV

 

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში.

 

ცენტრის ოფისში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 1 ოქტომბრამდე.

 

დამატებითი ინფორმაცია

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:

 

მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II

ტელეფონი: 032 2 97 01 97

ელ. ფოსტა: info-iec@iec.gov.ge

ვებგვერდი: iec.gov.ge

 

 

 

 

«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567