მიმდინარე გრანტის მფლობელთა მიერ 2024-2025 აკადემიური წლისთვის დაფინანსების მოთხოვნის წესი და პროცედურა 

 

 

პროგრამის აღწერა

 

პროგრამა წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის გასული წლების სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში გრანტის მფლობელთა მიერ 2024-2025 აკადემიური წლისთვის დაფინანსების მოთხოვნის წესსა და პროცედურას.

 

დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება მხოლოდ შესაბამისი აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. დამატებითი სემესტრი/აკადემიური წელი არ ფინანსდება.

 

გრანტის მფლობელთა 2024-2025 აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება სასტიპენდიო პროგრამის და გრანტის მიმღებთან გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. მომდევნო ოფიციალური აკადემიური წლისათვის დაფინანსების გაგრძელების მსურველი გრანტის მფლობელი არ შედის კონკურსში 2024 წელს გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამების კონკურსების მონაწილეებთან.

 

 

ვადები

 

დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განაცხადები მიიღება 2024 წლის 10  ივნისიდან 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადების ეტაპობრივად განხილვის ვადებია: 

  • -2024 წლის 15 ივლისამდე განიხილება 2024 წლის 10 ივლისის ჩათვლით შემოსული განაცხადები.
  • -2024 წლის 15 აგვისტომდე განიხილება 2024 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით შემოსული განაცხადები.
  • -2024 წლის 20 სექტემბრამდე განიხილება 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შემოსული განაცხადები.
  • -2024 წლის 15 ოქტომბრამდე განიხილება 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით შემოსული განაცხადები.

 

გრანტის მფლობელებს, რომლებიც უნივერსიტეტის საქმისწარმოების ვადებიდან გამომდინარე 2024 წლის 10 ოქტომბრამდე ვერ წარმოადგენენ სათანადო დოკუმენტაციას, შეეძლებათ ელ. განაცხადისა და დოკუმენტაციის წარმოდგენა აღნიშნული ვადის შემდგომ. თავის მხრივ, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია 2024 წლის 15 ოქტომბრის შემდგომ განიხილოს აღნიშნული განაცხადები.

 

 

განაცხადის შევსების პროცედურა

 

განაცხადების წარდგენა, უნდა მოხდეს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge, განსაზღვრული ვადების დაცვით, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.

 

 

 

საკონკურსო კომისია

 

გრანტის მფლობელთა მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისია.

 

 

საკონკურსო პირობები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

 

2. ცნობა სტუდენტის მიმდინარე სტატუსის შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს (ან წარმოდგენილ იქნეს ცალკე დოკუმენტით) აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის, სტუდენტის სწავლის დაწყებისა და დასრულების პერიოდის შესახებ ინფორმაცია სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე.

 

3. სამაგისტრო პროგრამაზე სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პირთათვის:

ა) ცენტრის მიერ დაფინანსებული აკადემიური წლის ოფიციალური შეფასების დოკუმენტი (საშუალო ჯამური ქულის მითითებით) ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

ბ) ცენტრის მიერ დაფინანსებული სასწავლებლიდან ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში მითითებული რეკომენდატორის მიერ ამავე სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით);

 

4. სადოქტორო პროგრამაზე სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პირთათვის:

ა) ცენტრის მიერ დაფინანსებული აკადემიური წლის ოფიციალური შეფასების დოკუმენტი (საშუალო ჯამური ქულის მითითებით) ან კვლევითი სამუშაოს შესრულების ოფიციალური დოკუმენტი შეფასებული პროგრამის/თემის ხელმძღვანელის მიერ, ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად;

ბ) ცენტრის მიერ დაფინანსებული სასწავლებლიდან ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში მითითებული რეკომენდატორის მიერ ამავე სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით);

 

5. სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში) სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე. დოკუმენტი უნივერსიტეტის თანადაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში, თუ შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამა სავალდებულოდ არ ითვალისწინებს აღნიშნულს);

 

6. სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში კარიერული განვითარების ხედვა, ან/და ინფორმაცია უკვე არსებული შეთავაზებების შესახებ (შედგენილი ქართულ ენაზე).

 

     ბრძანება

     ბრძანების დანართი

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345