ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა 2024-2025

 

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა 2024 -2025

 

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს 2024-2025 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში მოკლევადიან სასწავლო ან კვლევით ვიზიტს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის, მკვლევარებისთვის და ლექტორებისთვის. 

კერძოდ:

•    მოკლევადიან სტიპენდიები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის ყველა მიმართულებით (სწავლის ხანგრძლივობა – 2-დან 9 თვემდე). 
•    კვლევით სტიპენდია უნივერსიტეტის ლექტორებისთვის და მკვლევარებისთვის (კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა – 1 თვემდე. რამდენიმე მკვლევარის შემთხვევაში ვიზიტების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.)
 

დეტალური ინფორმაცია წარმოსადგენი დოკუმენტების, საკონკურსო ვადებისა და პროცესის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.


დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. ასევე, რეზიუმე (CV), სამოტივაციო წერილი და კვლევითი გეგმა უნდა იყოს დათარიღებული და ხელმოწერილი.


კონკურსში მონაწილეობის  მისაღებად კონკურსანტმა უნდა შეავსოს ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოს, ცენტრის ოფიციალურ მეილზე (info-iec@iec.gov.ge) პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად

 

•  ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლისა და კვლევითი ვიზიტის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩეხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში ან ინტერაქტიული პროგრამის ძიების საშუალებით,  რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://portal.studyin.cz/ 

•  ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე http://www.msmt.cz/areas-of-work/tertiary-education/public-higher-education-institutions-websites ან https://portal.studyin.cz/find-your-institution/  

•  ჩეხეთის რესპუბლიკაში სასწავლო ან კვლევითი ვიზიტის მიღების/მოწვევის ოფიციალური წერილის მისაღებად კანდიდატი უნდა დაუკავშირდეს შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს.

 

გამარჯვებული კონკურსანტის შერჩევა ხდება ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ, რომელიც თავად დაუკავშირდება აპლიკანტებს.

 

ცენტრის ოფიციალურ (info-iec@iec.gov.ge) მეილზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 აპრილის ჩათვლით;

 

ეხეთში სლავური ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლის მოკლევადიანი სტიპენდიებით (ხელმისაწვდომია 2 ადგილი) დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ჩეხეთის საელჩოს საქართველოში (www.mzv.cz/tbilisihttps://www.facebook.com/czechembassytbilisi)
 

«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567