საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთათვის

ქვეპროგრამის აღწერა

 

ქვეპროგრამა „ ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთათვის“ არის სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2024-2025“-ის ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებს, პროფესიული განვითარების მიზნით, შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO)-ს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე.

ქვეპროგრამის განხორციელების საფუძველია 2023 წელის 31 ოქტომბერს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციასთან (EPLO) გაფორმებული მემორანდუმი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ და ასევე, 2020 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის გაფორმებული შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის დაარსების თაობაზე.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

 

 

მიზნები და ამოცანები

 

პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება.

ქვეპროგრამის ამოცანაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ პირებს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით მიეცეთ შემდგომი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობა.

 

 

ქვეპროგრამის შედეგი

 

ქვეპროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ასევე, პროგრამის დასრულებიდან კურსდამთავრებულის საქართველოში დაბრუნება და მინიმუმ 12 თვე მუშაობის გაგრძელება იმავე დაწესებულებაში.

 

 

ვადები

 

- საკონკურსო ვადა

განაცხადების მიღების ვადა - 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით.

კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2024 წლის 30 ივნისამდე.

- პროგრამის განხორციელების პერიოდი

2024 წლის 7-19 ივლისი, ქ. ათენი და ქ. ლეგრანა (საბერძნეთის რესპუბლიკა).

 

 

 

პროგრამის განხორციელება

 

პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო პროცესი:

➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებგვერდის iec.gov.ge მეშვეობით;

➢ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირება და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

➢ საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში - განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში.

- საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.

- ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის შევსება, დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება, რედაქტირება შესაძლებელია განაცხადის გადმოგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში. 

- განაცხადი წარმოდგენილად ითვლება კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში გადმოგზავნის შემდგომ. 

- გადმოგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.

- განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა.

- არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

- ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - ,,არსებობის შემთხვევაში’’.

- განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support

 

➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას ცენტრმა პროგრამის ფარგლებში და საკონკურსო პროცესის წარმოების მიზნით დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროოს პერსონალური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

➢ საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით გამარჯვებულების გამოვლენა;

➢ კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით.

➢ ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართს;

➢ გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა.

 

 

საკონკურსო კომისია, შეფასების პროცესი

 

➢ გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია.

➢ კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას, ასევე, კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებს/შეფასების ფორმებს ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

➢ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადის, სამოტივაციო წერილის და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე.

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

 

პირველი ეტაპი - განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. ცენტრი უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შეფასების ეტაპზე და განუსაზღვროს კონკურსანტს ხარვეზის შესწორების ვადები და პირობები. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის სახელმწიფო საგრანტო პროგრამების მართვის სამსახური.

მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების (სამოტივაციო წერილის) შინაარსობრივი შეფასება. აღნიშნულ ეტაპზე, შესაბამისი ქულის (მაქსიმუმ 50 ქულა) დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე.

მესამე ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება, განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება. აღნიშნულ ეტაპზე შესაბამისი ქულის (მაქსიმუმ 50 ქულა) დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი დასახელდება გამარჯვებულად. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით).

კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.

კონკურსანტს კონკურსის პირველ ეტაპზე შეიძლება მიენიჭოს (მაქსიმუმ 5) შესაბამისი სტატუსის - სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის, ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის - დადასტურების შემთხვევაში (ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან.

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

საკონკურსო პირობები:

 

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

2. CV;

3. სამოტივაციო წერილი (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);

4. ერთი რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელფოსტაზე);

5. ცნობა სამსახურის შესახებ. დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის თანამდებობა და ინფორმაცია ფუნქცია-მოვალეობების შესახებ (ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ცაკლე დოკუმენტით);

6. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (შესაბამის ვადაში);

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია და ატვირთული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე.

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან. 5. მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულე.

 

 

მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. ცენტრი იღებს ვალდებულებას საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

- პროგრამის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- დაბრუნდეს საქართველოში და მინიმუმ 12 თვე მუშაობა გააგრძელოს იმავე საჯარო /საბიუჯეტო დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.

 

დაფინანსებულ პირს არ შეუძლია ცენტრის სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოითხოვოს დაფინანსება ამ პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც დაფინანსებული იყო ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, მიენიჭა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, სწავლის დასრულების შემდგომ შესაბამის ვადაში დაბრუნდა საქართველოში და დასაქმებულია შესაბამისი კვალიფიკაციით (სფეროში).

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

დაფინანსების სახეები. პროგრამის ბიუჯეტი. ანგარიშსწორების წესი

 

 

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:

- სწავლის საფასურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწესებულებაში დადგენილია საქართველოს ხაზინაში მოქმედი საერთაშორისო გადარიცხვის წესისგან განსხვავებული წესი;

- სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.

 

დამატებითი ინფორმაცია
  •  
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
  •  
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
  •  
  • მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II
  • ტელეფონი: 032 2 97 01 97
  • ელ. ფოსტა: info-iec@iec.gov.ge
  • ვებგვერდი: iec.gov.ge
  •  
  •  

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება 

ბრძანების დანართი 

 

ხშირად დასმული კითხვები

 

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345