უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-2025

ქვეპროგრამის აღწერა ,დასაბუთება, მიზანი და ამოცანები

 

სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2024-2025“ ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-2025“ მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების საზღვარგარეთ მომზადება და რეგიონების განვითარების მიზნით საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინტეგრირება.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ. დაფინანსება მიენიჭება როგორც ერთწლიან, ასევე, ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს დაფინანსების გაგრძელების წინაპირობით მომდევნო აკადემიური წლისთვის.

ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

საკონკურსო კომისიის მიერ შეფასების პროცესში მხედველობაში მიიღება ინფორმაცია, თუ :

➢ კონკურსანტს მოპოვებული აქვს ინსტიტუციური თანადაფინანსება;

➢ აქვს რეგიონში მუშაობის გამოცდილება.

 

 

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან საზღვარგარეთ, შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე და რეკომენდებულნი არიან პოტენციური დამსაქმებლისგან საქართველოს რეგიონში.

 

ქვეპროგრამის შედეგი

 

ქვეპროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ სწავლის დასრულების შემდგომ შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აგრეთვე, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში საქართველოში დაბრუნება, დაყოვნება და დასაქმება არანაკლებ 3 წლით სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში რეკომენდატრი დაწესებულების მხარდაჭერით ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის.

აგრეთვე, ცენტრის მხარდაჭერით, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა.

 

 

საკონკურსო ვადები და ქვეპროგრამის განხორციელება

 

განაცხადების მიღების ვადა - 2024 წლის 03 აპრილიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით (23:59 სთ-მდე თბილისის დროით).

კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2024 წლის 15 ივლისამდე.

 

ქვეპროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით.

➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ქვეპროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებგვერდის iec.gov.ge მეშვეობით;

➢ ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირება და ქვეპროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

➢ საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში - განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის შევსება, დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება, რედაქტირება შესაძლებელია განაცხადის გადმოგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში. განაცხადი წარმოდგენილად ითვლება კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში გადმოგზავნის შემდგომ. გადმოგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის 13 კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის ქვეპროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - ,,არსებობის შემთხვევაში’’.
განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support

➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას ცენტრმა ქვეპროგრამის ფარგლებში და საკონკურსო პროცესის წარმოების მიზნით დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროოს პერსონალური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

➢ საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით გამარჯვებულების გამოვლენა; ➢ კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით.

➢ ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართს; ➢ გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა.

 

 

განაცხადის შევსების პროცედურა

 

განაცხადის შევსება გულისხმობს ორეტაპიან პროცედურას:

 

განაცხადის შევსების I ეტაპი - ძირითად საკონკურსო (03/04/2024 - 30/04/2024) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი, გარდა შემდეგი დოკუმენტისა:

➢ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ ქვეპროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში, თანადაფინანსების შესახებ დოკუმენტი).

➢ სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტი (თუ კონკურსანტი ითხოვს აღნიშნულის ანაზღაურებას).

 

განაცხადის შევსების II ეტაპი - განაცხადის შევსების I ეტაპზე სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტებს განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართზე ეგზავნებათ შეტყობინება ჩარიცხვის ოფიციალური წერილის, სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტის (და საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტის) წარმოდგენის ვადის თაობაზე. აღნიშნული ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისისა. 

 

ჩარიცხვის ოფიციალური წერილის და სწავლის საფასურის ოფიციალური წერილის წარმოდგენა შესაძლებელია დადგენილი ვადის შემდეგ - გასაუბრების ეტაპზე, თუ ელ განაცხადში მითითებულ უნივერსიტეტში/უნივერსიტეტებში, ოფიციალური საქმისწარმოების შესაბამისად, 31 მაისის შემდეგ გაიცემა ზემოთ მითითებული დოკუმენტები და აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს უნივერსიტეტის მიერ გაცემული ოფიციალური წერილით.

 

აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასათანადო ფორმით/შინაარსით წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ვეღარ გააგრძელებს კონკურსის შემდგომ ეტაპებზე მონაწილეობას.

 

 

საკონკურსო კომისია, საკონკურსო შეფასების პროცესი

 

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას, ასევე კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებს/შეფასების ფორმებს ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადის, სამოტივაციო წერილის და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე.

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი - განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. ცენტრი უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შეფასების ეტაპზე და განუსაზღვროს კონკურსანტს ხარვეზის შესწორების ვადები და პირობები. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის სახელმწიფო საგრანტო პროგრამების მართვის სამსახური.

 

მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების (სამოტივაციო წერილის) შინაარსობრივი შეფასება. აღნიშნულ ეტაპზე, შესაბამისი ქულის (მაქსიმუმ 50 ქულა) დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე.

 

მესამე ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება, განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება. აღნიშნულ ეტაპზე შესაბამისი ქულის (მაქსიმუმ 50 ქულა) დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი დასახელდება გამარჯვებულად. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით).

კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება 15 განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.

კონკურსანტს კონკურსის პირველ ეტაპზე შეიძლება მიენიჭოს (მაქსიმუმ 5) შესაბამისი სტატუსის - სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის, ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის - დადასტურების შემთხვევაში (ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან. 

 

 

საკონკურსო პირობები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

საკონკურსო პირობები:

1. არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

2. რეკომენდებულია პოტენციური დამსაქმებლისგან საქართველოს რეგიონში.

3. მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი.

➢ ან სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე.

➢ ან სწავლობს საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას.

 

საბოლოო/მიმდინარე საშუალო შეფასება: GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში), ან წარმოდგენილი აქვს ოფიციალური დოკუმენტი რომლითაც ადასტურებს რეგიონებთან თანამშრომლობის სამუშაო გამოცდილებას.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

2. CV/რეზიუმე;

3. სამოტივაციო წერილი (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);

4. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა) (შესაბამის ვადაში);

5. დოკუმენტი შერჩეული სამაგისტრო პროგრამის ამ პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებასთან მიკუთვნების შესახებ (მოთხოვნის შემთხვევაში).

6 . ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის მითითებით;

* კონკურსანტემა, რომლებიც სწვლობენ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში და სურს ამავე სამაგისტრო პროფრამის მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსება, უნდა წარმოადგინონ:

- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

- განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის/სემესტრების შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით;

7. დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები;

8. რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელ ფოსტაზე);

9. რეკომენდაციის ოფიციალური წერილი პოტენციური დამსაქმებლისგან საქართველოს რეგიონში;

10. სწავლის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ (შესაბამის ვადაში) და მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

11. საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

 

არსებობის შემთხვევაში:

1. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები ,

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და საგანმანთლებლო გრანტის გამცემ ორგანიზაციაში ალტერნატიული დაფინანსების წყაროს მოძიების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ შესაბამის ორგანიზაციას არ აქვს მსგავსი სერვისი/ან არსებობს სხვა გარემოება, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები;

4. სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე /იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის/მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას უნდა მიეთითოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და აკადემიური პროგრამა, სადაც კონკურსანტი აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურას. შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტის/პროგრამის მითითება. განიხილება მხოლოდ ზემოაღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.

 

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია და ატვირთული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე. 

 

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.

 

 

დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა

 

ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში, კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).

 

დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

 

მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

ხელშეკრულების გაფორმება:

ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ჩარიცხული პირს, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს, თუ არ არსებობს ამ ქვეპროგრამით განსაზღვრული სხვა საკონკურსო პირობა.

საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს, თუ არ არსებობს ამ ქვეპროგრამით განსაზღვრული სხვა საკონკურსო პირობა.

ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს ასევე წარმოადგენს კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებული სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია ქვეპროგრამასთან.

დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მიზნით.

დაფინანსებული პირის მიერ ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

მხარეთა ვალდებულებები:

ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

- სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

- დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნდეს და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლით სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში;

 

ვალდებულების გადავადება:

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს, იგივე აკადემიური მიმართულებით, შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულებამდე ან სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური წერილი და დოკუმენტი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული მიზნით, აგრეთვე აქვს უფლება ცენტრის პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით კვლავ მოიპოვოს დაფინანსება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება სადოქტორო პროგრამის დასრულებისთანავე.

 

 

დაფინანსების სახეები. ანგარიშსწორების წესი. პროგრამის ბიუჯეტი

 

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:

- სწავლის საფასურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწესებულებაში დადგენილია საქართველოს ხაზინაში მოქმედი საერთაშორისო გადარიცხვის წესისგან განსხვავებული წესი;

- სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

 

ქვეპროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.

 

დამატებითი ინფორმაცია
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
  •  
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
  •  
  • მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II
  • ტელეფონი: 032 2 97 01 97
  • ელ. ფოსტა: info-iec@iec.gov.ge
  • ვებგვერდი: iec.gov.ge
  •  
  •  

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება 

ბრძანების დანართი 

ბრძანება 

ხშირად დასმული კითხვები

 

 

 

«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
3012
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.

 

Read more
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910